"მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც მერის კარიერას დაასრულებს" - რა ხდება გორში?
პოლიტიკა - 14:34, 21 Oct, 2015     2705

„ვპირდები მერს, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც მის კარიერას დაასრულებს"-ამ სიტყვებით ეხმაურება გორის კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი ლექსო ვალიაური მის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

გორის მერმა ვალიაური დაკავებული თანამდებობიდან ბრძანების საფუძველზე 19 ოქტომბერს გაათავისუფლა.

ამის მიზეზად კი ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა დაასახელა.

"ბატონი ლექსო ვალიაური გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან იმის გამო, რომ აუდიტის სამსახურმა შემოწმებისას აღმოაჩინა ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი"-აცხადებს გორის მერი.

ვალიაური კი ამბობს, რომ აუდიტის დასკვნაში საგანგაშო არაფერია და მისი გათავისუფლება მერს რეგიონის გუბერნატორმა დაავალა.

"მე რაიმე კონკრეტულ დარღვევებთან არასდროს არ მქონია კავშირი და არც არანაირი ინტერესი. მე მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფრის უკან როგორც ჩანს იდგა გუბერნატორი, ბატონი ზურაბ რუსიშვილი, რომელმაც პირდაპირი ზეწოლა მოახდინა მერზე. მოახდინა ზეწოლა, აიძულა მოეწერა ხელი სრულიად უკანონოდ ჩემი გათავისუფლების ბრძანებისათვის. ფაქტები აუცილებლად იქნება წარდგენილი სასამართლოზე და აუცილებლად დადასტურდება ის, რომ ამ პროცესში ორივე პიროვნებამ ჩაიდინეს ჩემს წინაშე უსამართლო და უსაფუძვლო ქმედება"-აცხადებს ლექსო ვალიაური.

რეგიონის გუბერნატორი ვალიაურის განცხადებას ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია. ,,ნიუპოსტი" მის პრესცენტრთან დაკავშირებას შეეცადა თუმცა გიორგი ედიშერაშვილს ტელეფონი გათიშული აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42