იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოში მედიის თავისუფლება დაცულია და დროსთან ერთად ეს ხარისხი კიდევ უფრო იზრდება.
ამის შესახებ წულუკიანმა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრი მოუწოდებს მართლმსაჯულებას, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პროცესების გამჭირვალობა უზრუნველყონ.
"მთავრობა არ აკონტროლებს მართლმსაჯულებას საქართველოში, ამიტომ მე მინდა მართლმსაჯულებას მოვუწოდო, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა, რომ უზრუნველყოს ამ პროცესის გამჭვირვალობა და სანდობაა. თუკი ამის შესაძლებლობაა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს საქმე, რათა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს უფრო მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება მიეცეთ. მე მიხარია, რომ "რუსთავი 2" მაუწყებლობას აგრძელებს. ადრე გვქონდა პრობლემები, მაგრამ ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ სტანდარტს, რომ მედია თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია და დროსთან ერთად, ეს ხარისხი კიდევ უფრო იზრდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






