რუსეთს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და მათი უგულებელყოფა არ შეგვიძლია - ხაჯიმბა
პოლიტიკა - 14:00, 21 Oct, 2015     1638
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთში არსებული ეკონოკურ-პოლიტიკური ვითარება მიმოიხილა. შესაბამის დოკუმენტს ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„20 წელზე მეტია ვაშენებთ ახალ, დამოუკიდებელ სახელწმიფოს. ამ დროის განმავლობაში ბევრი სირთულე გადავიტანეთ, თუმცა ერთიანობის წყალობით გავუძელით ომს, ბლოკადას, მივაღწიეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებას.

ბოლო წლებში რუსეთიდან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მივიღეთ. თუმცა, სამწუხაროდ დიდი ნაწილი დანიშნულებისამებრ არ გამოყენებულა. ვისაც ამ რესურსებთან წვდომა ჰქონდა, საკუთარი კეთილდღეობა გაიუმჯობესა, მაშინ როცა მოსახლეობის უმეტესობა კვლავ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია“-აცხადებს ხაჯიმბა.

მისი თქმით, ამჟამად მარტივ ვითარებაში არც რუსეთი იმყოფება და იქ არსებული ვითარება ე.წ. აფხაზეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახა.

დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, გასულმა წელმა ნათლად აჩვენა, რომ აფხაზეთს საკუთარი შესაძებლობებით განვითარება, ბიუჯეტის ფორმირება და ფუნქციონირება შეუძლია. თუმცა , იმედოვნებს, რომ რუსეთის ფინანსრუი დახმარება კვლავ გაგრძელდება.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ 2009 წლიდან აფხაზეთი რუსეთისგან ეკონომიკური სახის დახამრებას იღებს. ერთი, ძალოვანი სტრუქტურების, განათლების, ჯანდაცვის სფეროების მიმართულებით, მეორე კი, ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით. წელს ჩვენ ვერ მივიღეთ დახმარება, რომელიც ეკონომიკის განვითარებისთვის იყო განკუთვნილი. ამის გამო ბიუჯეტის შესრულების კუთხით გარკვეული სირთულეები შეიქმნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით და საგადასახადო შემოსავლის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 500 მილიონი რუბლით გავზარდეთ" - განაცხადა ხაჯიმბამ.

"უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და ამ ინტერესების უგულებელყოფა არ შეგვიძლია. დღეს, რუსეთის დახმარებისა და ჩვენი შიდა რესურსების გაერთიანებით, ქვეყნის პოტენციალის გამყარებისა და ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნების - დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის სრულყოფის შანსი გვაქვს - აღნიშნა ხაჯიმბამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42