ივანიშვილს შესაძლოა ანგარიშები გაუყინონ? - ჩაიტარებს თუ არა ხელისუფლება ხარაკირს
პოლიტიკა - 13:51, 21 Oct, 2015     9745
გაზეთი „ქრონიკა+“ რუსთავი ორის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის გადადების მიზეზებზე წერს, როგორც გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება პროცესი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კატეგორიული მოთხოვნით გადაიდო, რადგან ახლა შესაძლოა სცენარი ქართული ოცნებისთვის ხელსაყრელად არ განვითარდეს. როგორც „ქრონიკა+“ წერს ხელისუფლება შესაძლოა არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს- ძალით აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება და სპეცრაზმი შეიყვანოს ტელევიზაიში, ან თავი შეიკავოს ამისგან. ამასთანავე შესაძლოა მთავრობას „რუსთავი 2“-ის გამო მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწიოს. გამოცემა ხაზს იმასაც უსვამს, რომ შესაძლოა ამის გამო საფრთხის ქვეშ ივანიშვილის ფინანსური რესურსებიც დადგეს და დასავლეთმა ივანიშვილს ანგარიშები გაუყინოს.

„თუ აღსრულებაზე მისულ აღმასრულებლებს ტელევიზიის შენობაში არ შეუშვებენ, მაშინ „გაფარჩაკებისა“ და სისუსტის დემონსტრირების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს იძულებით, იძულებით აღსრულება ტელევიზიაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლების ან სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანას გულისხმობს, ეს კი ხელისუფლებისთვის ხარაკირია. 2007 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და „იმედი“ დაარბია. ეს წყალგამყოფი აღმოჩნდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორედ მოგების შემდეგ ამერიკაში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს „იმედის“ დარბევის გამო თითი უქნიეს. ამ დროიდან დაიწყო მისი ხელისუფლების დემონტაჟი, რაც საბოლოოდ მიშას ხელისუფლებიდან წასვლით დასრულდა. „რუსთავი 2“-ის გამო ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მართალია, მისი ოპონენტები ამბობენ, რომ ის რუსული პროექტია და ამერიკელები არ აინტერესებს, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის, _ ვინ, ვინ და სწორედ ივანიშვილმა იცის, რა როლი ითამაშა 2012 წელს არჩევნების მოგების მერე გართულებების თავიდან აცილებაში ამერიკის მაშინდელმა ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა. იცის ისიც, რომ მისი ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი სწორედ ამერიკაშია დაბანდებული და ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, მას ანგარიშები გაუყინონ, ამიტომ ვერ „დაიკიდებს“ ვერც ამერიკის ელჩის და ვერც სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას. ბოლო დროს მას დიპლომატიის ენაზე ცხადად და მკაფიოდ ეუბნებიან, _ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა დადგება, თუ „რუსთავი 2“, როგორც კრიტიკული ტელევიზია, აღარ იარსებებს,“ - წერს „ქრონიკა +“.


წყარო "ქრონიკა+"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42