ბრმა უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე, "რუსთავი2" -ის წინააღმდეგ მთელი სისტემის დაპირისპირებაა - თარგამაძე
პოლიტიკა - 11:39, 21 Oct, 2015     2506
ჟურნალისტმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა გიორგი თარგამაძემ გადაცემა „არჩევანში“ „რუსთავი2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ტელეიმედში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ „რუსთავი ორს“, ისევე როგორც თავის დროზე ტელეიმედს მთელი სახელმწიფო სისტემა დაუპირისპირდა.

„ჩვენ გვქონდა შეგრძნება, რომ ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად დაუცველები, უსუსურები, რადგან ჩვენ გვიპირისპირდებოდა მთელი სახელმწიფო სისტემა და დღესაც აქ იმისთვის მოვედი, რომ ეს პარალელები გავავლო და ვთქვა, რომ ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ კვლავ მთელი სისტემის დაპირისპირებაა ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ.“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

თარგამაძის თქმით, „რუსთავი2“ სატელევიზიო ბაზარზე ერთადერთი ტელევიზიაა, რომელსაც აქვს საშუალება, იყოს ე.წ. „მოდარაჯე ძაღლის“ პოზიციაში.

"პოლიტიკური პარტიები, ოპოზიცია, რომელმაც უნდა შეზღუდოს, დააბალანსოს და გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე, ამას ვეღარ ახდენენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ეფექტურად მუშაობენ, მაგრამ მათ მუშაობას მნიშვნელობა საერთაშორისო ორგანიზაციებში აქვთ და საზოგადოება ამას არ ითვალისწინებს. პარლამენტი სრულიად ერთპარტიული გავლენის, ერთი კაცის გავლენის ქვეშ არის. ასევე მთავრობა. მონოპოლიზებულია პოლიტიკური ველი. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეზღუდოს ხელისუფლება ისევე, როგორც 2007 წელს, დღესაც არის დამოუკიდებელი მედიასაშუალება და ამ შემთხვევაში „რუსთავი2“. ანუ ჩვენი მთავარი პრობლემა შეუზღუდავი, უკონტროლო ხელისუფლება იყო. ეს რომ არ არსებობდეს, უნდა იყოს რამდენიმე პოლიტიკურად ძლიერი ინსტიტუტი. ერთადერთი, რაც დღეს არსებობს, არის კრიტიკულად მაუწყებელი ტელევიზია. რატომ „რუსთავი2“ და არა რომელიმე სხვა ტელევიზია? ამას კონკრეტული ახსნა აქვს. პირველი, ყველა დანარჩენ ტელევიზიას აქვს გაცილებით მეტი წინაპირობა, იყვნენ ლოიალურები ამ ხელისუფლების მიმართ. ასეთი წინაპირობა „რუსთავი2“-ს არ გააჩნიათ. თეორიულადაც კი შეუძლებელია, „რუსთავი2“ მთავრობას გაურიგდეს და შევიდეს რაიმე ტიპის ლოიალურ ურთიერთობებში." - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42