გიორგი პაპუაშვილი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
პოლიტიკა - 13:03, 21 Oct, 2015     2277
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავს.

გიორგი პაპუაშვილი მოუწოდებს მათ, კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება და მიიღონ სათანადო ზომები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

„2014 წლის 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართული აქციის ფარგლებში გაკეთდა მუქარის შემცველი განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა უშუალოდ სასამართლოს საქმიანობას, აქციის მონაწილენი მოითხოვდნენ მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, რა დროსაც ზიანი მიაყენეს სასამართლოს საკუთრებას. აღნიშნულზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ფორმით რეაგირება არ მომხდარა.

შემაშფოთებელია 2015 წლის 6 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართულ აქციაზე ზოგიერთი პირის მიერ სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ გაკეთებული მუქარისა და ანგარიშსწორების შემცველი განცხადებები. „ზემოთ ხსენებული კანონდარღვევის ფაქტზე რეაგირების მოხდენის მოთხოვნით, 2015 წლის 7 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ წერილობით

მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ გიორგი ბადაშვილს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ფორმით რეაგირება ამ შემთხვევაშიც არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი მიმართვიდან უკვე გასულია 6 თვეზე მეტი”. - აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

წერილში აღნიშნულია იმ შემაშფოთებელი კანონსაწინააღმდეგო რეაქციების შესახებაც, რომელიც მოჰყვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან განხორციელდა მიზანმიმართული ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე. მოსამართლეთა საცხოვრებელ სახლებთან საპროტესტო აქციებს აწყობდნენ ადამიანთა ჯგუფები, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი საცხოვრებლების მიმართულებით, მოსამართლეთა მიმართ გაკეთდა მუქარის შემცველი განცხადებები და ფიზიკური ანგარიშსწორების პირდაპირი მოწოდებები. „აღნიშნულ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბევრჯერ გაკეთდა განცხადება, მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტები დაგმეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა. ყოველივე ამის მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა“, – ნათქვამია გიორგი პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეახსენებს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელ უმაღლეს სასამართლო ორგანოს და, ამდენად, მისი თითოეული მოსამართლის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებელი საქმიანობის უზრუნველყოფა სასამართლოსადმი ნდობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და, შესაბამისად, მისი საქმიანობის ეფექტურობის მნიშვნელოვანი წინა პირობაა:

„სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობაა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ განხორციელებული კანონდარღვევების ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აშკარა გულგრილობა და უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან აღნიშნული საკითხის რეაგირების გარეშე დატოვება ქმნის განცდას, რომ საქართველოს სახელმწიფო არღვევს მასზე დაკისრებულ მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვის კანონისმიერ ვალდებულებას. ყოველივე ეს ართულებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ და უსაფრთხო პირობებში საქმიანობას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სრულყოფილ განხორციელებას“. - აღნიშნავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42