"გურია ნიუსთან" საუბრისას ხალვაშმა განაცხადა, რომ თავის დროზე ტელეკომპანიიდან ჟურნალისტები თავისი ნებით წავიდნენ.
„მოკლედ ვიტყვი, რომ sms-ებით გაშვება გვარამიამ დანერგა... ტაბატაძეს ორი საათი ველაპარაკე და ბოდიში მოვუხადე, რომ მიშას ულტიმატუმებს გირგვლიანის სასამართლოს შემდეგ ვუსმენდი და სხვა გამოსავალი აღარ მქონდა. ჟურნალისტებმა მხარი დაუჭირეს და თავისი ნებით წავიდნენ, ვერ შევინარჩუნე“, - ამბობს ხალვაში.
მისივე თქმით, სააკაშვილი მაშინ მოერია, თუმცა, "ომი მრავალი ბრძოლებისგან შედგება":
"სააკაშვილი ნიკას შეხვდა და უთხრა - ქიბარი რომ გიშვებდა მე ვერ მითხარი, ჩვენ ხომ მეგობრები ვართო! ნიკამ უთხრა, რომ ქიბარმა მითხრა შენი ზეწოლის შედეგად მიიღო გადაწყვეტილებაო. მერე, კიდევ მე და მიშამ ისევ ვიომეთ მაგ თემაზე და ვუთხარი, რომ მის კაი კაცობას ჩემი მერჩივნა. ვაღიარებ რომ მაშინ მომერია, მაგრამ მაშინ. ომი მრავალი ბრძოლებისგან შედგება", - განაცხადა ხალვაშმა.
წყარო: გურიანიუსი
მასალის გამოყენების პირობები






