"ევროპის სახალხო პარტია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ ცნობების გამო, რომ მიმდინარეობს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კამპანია საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელეარხის - „რუსთავი 2“-ის მფლობელისა და სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად. ასევე ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების გამოც, იმის ჩათვლით, რომ საარჩევნო წელს პოლიტიკური ტოქშოუები დაიხურა. ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერთა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების გაგრძელებისა და „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა წინასასამართლო დაკავების გამო. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეცვალოს ეს ტენდენციები და კონცენტრირება მოახდინოს ქვეყნის მომავალზე," - ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუციის პროექტში ცალკე პუნქტი ეთმობა დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ხელახალ დაკავებასაც.
მასალის გამოყენების პირობები






