ნარმანია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიას ესწრება
პოლიტიკა - 11:52, 21 Oct, 2015     982
თბილისის მერი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიას ესწრება.

პლენარული სესიის მიმდიანრეობისას საუბარი სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხებს შეეხო. მიმოიხილეს სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის თემები და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ფორმებთან დაკავშირებული საკითხები.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში იქნა მიღებული და რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქლაქეთა აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.
"სესიაზე ძირითადი აქცენტი ცალკეულ ქვეყნებში, თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპების დაცვას ეხება. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესოა ის რიგი ცვლილებები, რაც ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში მივიღეთ. განსაკუთრებით გამოვყოფ ბოლო ნაწილს, მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის ფორმებთან დაკავშირებით. გამოცდილების გაზიარების კუთხით, სესიაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თქმით, კონგრესს საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური ურთიერთობა აქვს.

"თბილისის მერი დავით ნარმანია, კონგრესის ძალიან მნიშვნელოვანი წევრია. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი საქართველოში კონგრესის პოსტ-მონიტორინგის აქტივობების მიმართ. მას შემდეგ, რაც საქართველოში განხოციელდა არჩევნებზე დაკვირვება და მონიტორინგის პროცესი, ახლა უკვე სამომავლო ნაბიჯების შესათანხმებლად კონგრესის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტი ჟან კლოდ ფრეკონი, საქართველოს ნოემბერში ეწვევიან და შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავენ",-განაცხადა ანდრეას კიფერმა.


ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი დავით ნარმანია, კონგესის რეგიონული პალატის შეხვედრას დაესწრება, სადაც უმცირესობათა ენების ქარტიის შესახებ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის გამოსვლა იგეგმება, რის შემდეგაც გაიმართება დებატები.


თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი სტრასბურგში 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42