საქართველოს პირველმა ლედიმ ისრაელში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრები მოინახულა
პოლიტიკა - 10:54, 21 Oct, 2015     1603
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „შალვა“ და მრავალპროფილური კლინიკა, ისრაელის შნაიდერის სახელობის ბავშვთა სამედიცინო ცენტრი მოინახულა.

მაკა ჩიჩუას "შალვა"-ს ბრიტანელ მეგობართა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა გაბი ჰირშმა ცენტრში არსებული თერაპიული მკურნალობის, საცხოვრებელი ოთახები, ასევე სპეციალური საჭიროების ბაგა-ბაღი პირადად დაათვალიერებინა და სარეაბილიტაციო ცენტრის ახალი მშენებარე შენობის პროექტი გააცნო. პირველი ლედი ასევე ეწვია ქალაქ პეტაჰ-ტიკვაში მოქმედ მრავალპროფილურ პედიატრიულ კლინიკას - ისრაელის შნაიდერის სახელობის ბავშვთა სამედიცინო ცენტრს, სადაც მაკა ჩიჩუას კლინიკის დირექტორმა პროფესორმა ჯოზეფ პრესსმა უმასპინძლა. პროფესორმა პრესსმა პირველ ლედის სამედიცინო ცენტრის წამყვან მედიკოსთა ჯგუფი წარუდგინა. მედპერსონალთან შეხვედრისას მაკა ჩიჩუამ ისრაელში აპრობირებული ბავშვთა რეაბილიტაციის მეთოდოლოგია, ამ მიმართულებით არსებული პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და წამყვანი სარეაბილიტაციიო პროგრამების საქარველოში დანერგვის საკითხებზე ისაუბრა. პროფესორმა პრესსმა პირველ ლედის აღნიშნულ საკითხში მხარდაჭერა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ შესაბამისი კოორდინაციის შემთხვევაში შნაიდერის ბავშვთა სამედიცინო ცენტრი მოხარული იქნება გამოაგზავნოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ გამოცდილებას და ჩაატარებენ ტრინინგებს არა მხოლოდ ბავშვთა ნევროლოგიის განვითარებისა და რეაბილიტაციის, არამედ კლინიკაში არსებული სხვა სამედიცინო მიმართულებებითაც. შეხვედრის დასასრულს პროფესორმა პრესსმა პირველ ლედის სიმბოლური საჩუქარი - ისრაელის შნაიდერის ბავშვთა სამედიცინო ცენტრის სიმბოლო გადასცა.

პირველმა ლედიმ მედიასთან მის მიერ გამართული შეხვედრები შეაფასა და მსგავსი ცენტრების ჩვენს ქვეყანაში არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება "მსურს, რომ საქართველოშიც განხორციელდეს მსგავსი პროგრამები, როგორიც არის დღესდღეობით აქ, ასევე ევროპაში და მთელი ცივილური სამყარო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი ყველა ბავშვი, იყოს დაცული, გარემოსთან ინტეგრირებული და ამ მხრივ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. თუმცა ნაბიჯები გადაიდგა და მინდა შევაგროვო ინფორმაცია, თუ როგორ ხდება ამ ბავშვების მოვლა, ინტეგრირება და გავუზიარო საქართველოში ადამიანებს, რომლებიც ამ მიმართულებით მოღვაწეობენ; ასევე შევეცადო, რომ აქ არსებული პროგრამები გადმოვიტანო ჩვენთან. ჩვენ ძალიან კარგად მიგვიღეს, აქვთ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ - საზოგადოების ყველა წევრი, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42