დეპუტატის თქმით, აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და ის ყოველთვის დადგება თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე.
„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის ჩვენი სტრატეგიული და მთავარი პარტნიორი. ამერიკის შეერთებული შტატები აკვირდება იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდება საქართველოში და ის დადგება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე. საქართველოს მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს, დაწყებული ივანიშვილით და დასრულებული კონკრეტული შემსრულებლით, არ უნდა ჰონდეს იმედი, რომ საერთაშორისო ყურადღების გარეშე დარჩება ეს საკითხი,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას.
"რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. განცხადება ამასთან დაკავშირებით "რუსთავი 2" -ის კორესპონდენტის შეკითხვის საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ გააკეთა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უწყების წარმომადგენლის მარკ ტონერის განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მედიის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში აშშ-ს პოზიცია უცვლელია.
"ჩვენ ადრეც ვილაპარაკეთ ამ თემაზე და გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია მედიის თავისუფლების შესახებ. ეს პოზიცია უცვლელია. კვლავ ვიტყვი, რომ ჩვენ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით," - განაცხადა კირბიმ.
მასალის გამოყენების პირობები






