7 წლის მანძილზე შეჩერებული „აქსის თაუერსის“ პროექტი განახლდა
პოლიტიკა - 10:01, 21 Oct, 2015     1497

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით, 7 წლის მანძილზე შეჩერებული „აქსის თაუერსის“ პროექტი განახლდა. პროექტის განხორციელებაში, რომლის ჯამური ღირებულება 83 მილიონი დოლარია, „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ და კომპანია „აქსისი“ თანაბარი წილებით მონაწილეობენ.

„აქსის თაუერსის“ პრეზენტაციას აქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი ფონდისა და კომპანია „აქსისის“ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ,,აქსის თაუერსის“ პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარებაში.

მანვე ყურადღება გაამახვილა თაინაინვესტირების ფონდის ჩართულობაზე ბიზნესის გაძლიერების საქმეში და განაცხადა, რომ ფონდი უკვე არის მონაწილე 10 პროექტის, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 2 მილიარდ აშშ დოლარს.
“ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი თანაინვესტირების ფონდი აქტიურად განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას. დღეს კიდევ ერთი დიდი, მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციის მომსწრენი გავხდით. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია "აქსისი" თანაბარი წილებით მონაწილეობენ "აქსის თაუერსის" პროექტის განხორციელებაში, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 83 მილიონ დოლარს. სწორედ თანაინვესტირების ფონდის ჩართულობით გახდა შესაძლებელი 7 წლის განმავლობაში შეჩერებული პროექტის განახლება. კომპანია "აქსისის" და ფონდის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად განახლდა ეს არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც დასრულდება 2017 წელს,“– აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ,,აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, მას ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ, რაშიც აქტიურად ეხმარებიან საერთაშორისო დონის ექსპერტები.

„მისასალმებელია, რომ პროექტში მონაწილეობს მსოფლიოს ლიდერი ბრიტანული საინჟინრო კომპანია „არუპი“. დარწმუნებული ვარ, რომ "აქსის თაუერსის" სახით თბილისს შეემატება უნიკალური კომპლექსი. ჩვენ ველოდებით, რომ ეს კომპლექსი ხელს შეუწყობს დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოტანას საქართველოს ეკონომიკაში, ამ პროექტში დასაქმდება 1000 კაცი მინუმუმ და მშენებლობის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ასეული ადამიანი იქნება მუდმივად დასაქმებული,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მრავალფუნქციური კომპლექსი ორი 41 სართულიანი ცათამბჯენისგან შედგება, რომელთაგან ერთი შუშის იქნება, ხოლო მეორე-ქვის. "აქსის თაუერსი" თბილისის ყველაზე მაღალი შენობა იქნება, 147 მეტრი სიმაღლით. მისი საერთო ფართი 94,000 მ² შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას 500-მდე ავტომანქანაზე. "აქსის თაუერსის" შუშის კოშკში განთავსდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელსაც ოპერირებას გაუწევს Accor ჯგუფში შემავალი მაღალი კლასის ფრანგული საერთაშორისო ბრენდი Pullman. შესაბამის ხელშეკრულებას Accor ჯგუფსა და "აქსის თაუერსს" შორის პრეზენტაციაზე მოეწერა ხელი. ამავე კოშკში იფუნქციონირებს A-კლასის ბიზნეს ცენტრი, 15,000 მ² საოფისე ფართით. "ქვის კოშკში განთავსდება 15,000 მ² საცხოვრებელი ბინები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42