საქართველოს პრეზიდენტი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
პოლიტიკა - 09:42, 21 Oct, 2015     1138
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელში, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებზე, გლობალური უსაფრთხოების თემებზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიური და ურყევი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ისრაელს შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მხრიდან არის დაინტერესება მშენებლობის, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის სფეროებით.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის. ამ თვალსაზრისით,საქართველოსათვის ისრაელის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ძალიან საინტერესოა, საქართველოსათვის სოფლის მეურნეობის სფეროში ისრაელის გამოცდილების გაზიარება, რადგან საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროსგანვითარების მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე ისრაელის გამოცდილების გაზიარება ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და start up - ების პოლიტიკის თვალსაზრისითაც, რომელიც თავის მხრივმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ასევე საქართველო-ისრაელის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროშიც, რადგან დღეს ისრაელიდან ვიზიტორების ზრდის დინამიკა პოზიტიურია.

მხარეებმა გლობალურ უსაფრთხოებაში, ქვეყნის როგორც რეგიონალური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში, საქართველო ისრაელის თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმატების გასაღებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42