სასამართლოში კიდევ ერთი ტელეკომპანიის საქმე მიდის - გაჩეჩილაძე ლოგოს ითხოვს
პოლიტიკა - 16:32, 20 Oct, 2015     2466
გიორგი გაჩეჩილაძემ დღეს „მაესტროსთან“ დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გაჩეჩილაძე „მაესტროს“ გაკოტრების საქმის დაწყების განჩინებას ასაჩივრებს, ამასთანავე ითხოვს, რომ „მაესტროს“ ლოგოს გასხვისება ბათილად გამოცხადდეს და ის ტელეკომპანიას დაუბრუნდეს. ადვოკატის თქმით, მფოლობელმა პარტნიორებმა გადახდის-უუნარობის საქმის წარმოება ისე დაიწყეს სასამართლოში, რომ შეთავაზება, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, არც განუხილავთ.

"ჩვენ დღეს შევიტანეთ სარჩელი და ვითხოვთ მაესტროში ლოგოს დაბრუნებას. მოთხოვნილი გვაქვს მაესტროში აუდიტის ჩატარება. აუდიტმა უნდა დაადგინოს, როგორ არის აღრიცხული გიორგი და ლევან გაჩეჩილაძეების მიერ მიტანილი 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხა მაესტროში. ხომ არ არის ის გოგელიას ვალში აღრიცხული. ასევე უნდა დაადგინოს გოგელიას მიერ ინვესტირებული თანხები მაესტროში მხოლოდ მისია თუ მის უკან სხვა სპონსორების თანხებიცაა," - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძაიამ.

22 ოქტომბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ 25%-იანი წილის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს. ამასთან დაკავშირებით გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ღია წერილში საუბარი ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და სამართლებრივი დავის ასპექტებს შეეხება. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, გაჩეჩილაძე „მაესტროს“ მართვაში გადაცემის სანაცვლოდ მზადაა, პარტნიორებს 10 მლნ აშშ დოლარის საბანკო გარანტია წარუდგინოს.

„თუ გიორგი გაჩეჩილაძე თავის მიერ აღებულ ვალდებულებებსა და პირობებს ვერ შეასრულებს და „მაესტროს“ ვერ გახდის მომგებიანს, მათ შეეძლებათ, 10 მლნ აშშ დოლარი გარანტიის სახით, კომერციული ბანკიდან წამოიღონ. აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს გიორგი გაჩეჩილაძის უკან ვიღაც დგას. ის მხოლოდ „მაესტროს“ გადასარჩენად იბრძვის“, - განმარტა ირაკლი კორძახიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42