საერთაშორისო პოლიციის ასოციაციის 21-ე მსოფლიო კონგრესი კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში ჩატარდა.
კონგრესში მონაწილეობა მიიღო „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წარმომადგენელმა დავით დათაშვილმა. სამართალდმაცავთა დაცვის ლიგა საქართველოს ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც IPA- ლიტვის ასოცირებული წევრია. ლიგის წარმომადგენელმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო პოლიციის ასოციაციის პრეზიდენტთან პიერ მარტინ მულენთან და საერთაშორისო პოლიციის აღმასრულებელი ბორდის წარმომაგენლებთან.
„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პოლიციის ასოციაციასთან და ყველა ეტაპს წარმატებით გადის, რადგან უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდეს საქართველოს განყოფილება.
საერთაშორისო პოლიციის ასოციაციის 22-ე მსოფლიო კონგრესი 2016 წელს ახალ ზელანდიაში ჩატარდება.
საერთაშორისო პოლიციის ასოციაცია ერთგულია და აღიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული პრინციპებს. საერთაშორისო პოლიციის ასოციაცია მსოფლიო 65 ქვეყანას აერთიანებს, ასოსიაციაში 420 000 წევრია. საერთაშორისო პოლიციის ასოციაციის მიზნებია კულტურული ურთიერთობის განვითარება, ზოგადი ცოდნა და პროფესიული გამოცდილების გაცვლა. საერთაშორისო პოლიციის ასოციაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მოქმედ და ყოფილ პოლიციელებს აერთიანებს, განურჩევლად წოდების, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის ან რელიგიისა. ორგანიზაციის მიზანია, რომ შექმნას მეგობრობა, დააკავშიროს და საერთაშორისო თანამშრომლობას შეუწყოს ხელი.
მასალის გამოყენების პირობები






