"გაზის საკითხში ხელისუფლების კერძო ინტერესები ჩანს, კალაძის განცხადება ალოგიკურია"
პოლიტიკა - 16:17, 20 Oct, 2015     1366
ექსპერტი რომან გოცირიძე „გაზპრომთან“ დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრის განცხადებებს ალოგიკურს უწოდებს.

გოცირიძის თქმით, წინა ხელისუფლება რუსულ გაზს ყიდულობდა მანამ, სანამ არ იყო სხვა ალტერნატივა.

როგორც ექსპერტი წერს, კალაძის განცხადებებიდან ჩანს, რომ გაზის საკითხში ხელისუფლების კერძო ინტერესები იკვეთება.

„ენერგეტიკის მინისტრმა ლოგიკასმოკლებული განცხადება გააკეთა:

1). გაზი არ გვყოფნის, აზერბაიჯანიდან ვერ შემოგვაქვს და "გაზპრომიდან" უნდა ვიყიდოთო, ანუ სხვა გზა არა გვაქვსო.

ანუ, აზერბაიჯანი ფეხებზე გვიკიდებს, იმ მცირეოდენ დამატებით გაზზეც კი უარს გვეუბნება, რომელიც 2018 წლამდე დაგვაკლდება. რატომ 2018წელი? იმიტომ, რომ მაშინ ამოქმედდება შაჰდენიზ-2 და ჩვენს ტერიტორიაზე გაივლის დამატებით 6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, საიდანაც ჩვენც გვეკუთვნის წილი( ახლა 7 მილიარდი კუბური მეტრი გადის). 2019 წელს კი დამატებით გაივლის 10 მილიარდი კუბური მეტრი.

2). თვითონ აზერბაიჯანი ყიდულობს რუსეთიდან გაზსო.

რა გამოდის, აზერბაიჯანს არ ყოფნიდა და ჩვენ გვაძლევდა, თანაც იაფად? ლამაზი თვალებისათვის? ანუ სწორედ ამას ჰქვია გეოსტრატეგიული პარტნიორობა. აზერბაიჯანს ჩვენს გარეშე გზა არა აქვს თავის სიმდიდრის ტრანსპორტირების. ესე იგი, უღირს საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა თუნდაც გარკვეული დანაკარგების ფასად.

3). თუ რუსული გაზის ფასი არ მოგვეწონა, არ ვიყიდითო?

ეს კი მართლაც სასაცილოა. მაშინ რას იზამენ? ისევ აზერბაიჯანს მიმართავენ, რომელის ვალიკოს " Совсем не уважает"?, თუ გამორთავენ მომხმარებლებს?

4). წინა ხელისუფლებაც ყიდულობდა რუსეთიდანო.

რა არგუმენტია ეს. ყიდულობდა, მანამ სანამ არ იყო სხვა ალტერნატივა. ბაქო-თბილისი-ერზერუმის ამოქმედებიდან ნელ-ნელა მცირდებოდა რუსული გაზის წილი და იზრდებოდა აზერბაიჯანულის. როცა ეს სისტემა მთლიანად დაიტვირთა, რუსულ გაზსაც ხელი დავუქნიეთ.

დასკვნა: გაზის საკითხში ჩანს ხელისუფლების კერძო ინტერესები, პოლიტიკური ორიენტაცია და საგარეო პოზიციების დასუსტება( აზერბაიჯანის, თურქეთის, ევროპისა თუ ამერიკის მიმართულებით)“, - წერს გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42