პოლიტოლოგთა განცხადებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადება რუსეთისთვის თავის შეხსენებას ემსახურება.
„როგორც ცნობილია რუსეთმა ეკონომიკური კრიზისის გამო ე.წ სამხრეთ ოსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსსება შეუწყვიტა. ეს განცხადება კი ყურადღების მიქცევას ემსახურება, როგორმე რუსეთის ყურადღება მიიქციონ. თუ მიიერთა დაფინანსება წესით, უნდა გაუზარდოს, მათ ამის იმედი აქვთ, თუ არ მიიერთა იქნებ ორი გროში გადმოუგდონ“ - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
„ნიუპოსტი“ ექსპერტ ნიკა ჩიტაძესაც ესაუბრა. მისი თქმით, თიბილოვის განცხადება რუსეთთან შეთანხმებულია.
„ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს არაერთხელ განუცხადებიათ, ორი ოსეთის ერთიან რუსეთში გაწევრიანების შესახებ. განსხვავებული ვითარებაა აფხაზეთში, რადგან აქ დე ფაქტო მთავრობებს აქავთ პრეტენზია შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო“ - უთხრა „ნიუპოსტს“ ჩიტაძემ.
მისი თქმით, რუსეთი ე.წ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხის გააქაქტიურებით ერთგვარ პოლიტიკურ ვაჭრობას აწარმოებს, როგორც საქართველოსთან, ასევე დასავლეთის ქვეყნებთან.
„თუ საქართველო უფრო ლოიალური იქნება რუსეთის მიმართ, რუსეთი თიბილოვის ინიციატივას ჩააგდებს. მეორე ვარიანტია, რომ ეს განცხადება განცხადებთვე დარჩეს და შანტაჟისთვის იქნას გამოყენებული“ - დასძინა ჩიტაძემ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ე.წ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს.
დე ფაქტო პრეზიდენტი ირწმუნება, რომ რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის დიდი ხნის ოცნებაა.
თიბილოვის განცხადებას გამოეხმაურნენ რუსი დეპუტატებიც. მათი აზრით, სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხისთვის უფრო მეტი დადებითის მომტანია ვიდრე რუსეთისთვის, სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, ამ საკითხის შესწავლა საფუძვლიანად უნდა მოხდეს. რუსეთმა ყველა პლუსი და მინუსი უნდა გათვალოს, მთავარ მინუსად კი კალაშნიკოვი ამ თემაზე საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები






