მისი თქმით, აუდიტორული კომპანიის ფედერაციაში შეყვანა იქ არსებული ფინანსური პრობლემების გამო გახდა საჭირო.
„ფედერაციას დავალიანება „ვითიბი ბანკთან“ 3 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე დავალიენაბაა უეფასთან, რომელიც 2 მილიონს შეადგენს. ეს თანხა უეფას 2016 წელს უნდა გადმოერიცხა, თუმცა ფედერაციის წინა პრეზიდენტმა თანხა დროზე ადრე გადმოარიცხინა. თანხა უნდა გადარიცხულიყო კლუბების ანგარიშზე. თუმცა როგორც ვიცი, 2 მილიონზე ნაკლები გადაირიცხა მათთან. დანარჩენი სად წავიდა არ ვიცი. ასევე უეფასთან 480 000 ევროს ოდენობით დავალიანება გვაქვს, რადგან სუპერთასის ბილეთების გაყიდვის შემდეგ თანხა ფედერაციას უეფასთვის არ გადაურიცხავს“, - ამბობს კობიაშვილი.
ფედერაციის პრეზიდენტი ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, რუსთავში საფეხბურთო აკადემია აგვისტოს ბოლოს უნდა დარულებულიყო, თუმცა პროექტი ამ დრომდე შეჩერებულია. კობიაშვილის განცხადებით, მიზეზი კონტრაქტორებთან დავალიანებაა.
„აკადემიაში უნდა გაკეთებულიყო 6 მოედანი, თუმცა მხოლოდ ერთია გაკეთებული, დასამთავრებელია ადმინისტრაციული შენობაც“,- განაცხადა კობიაშვილმა.
ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მისმა წინამორბედმა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სოლიდურ თანხებს ითვალისიწნებს.
„ასევე გაფორმებულია ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიებთან საპიარო საკითხებზე, თუმცა ვის ხმარდებოდა ეს პიარი და ვისთვის იყო გათვალისწინებული უცნობია. ხელშეკრულებებში ნახსენებია სიტყვა კონფიდენციალური, რაც აჩენს ეჭვს, რომ თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა“, - განაცხადა კობიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






