საბჭოს დანარჩენი წევრების შერჩევა სამოქალაქო სექტორიდან, პარლამენტიდან და იუსტიციის საბჭოდან მოხდება.
კანონმდებლობის მიხედვით, საპროკურორო საბჭომ დაკომპლექტების შემდეგ უნდა დაამტკიცოს მთავარი პროკურორი - კანდიდატებს საბჭოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარუდგენს.
ხმის მიცემის პროცედურას სასტუმრო "ჰუალინგში" საათზე მეტია რაც მიმდინარეობს და მასში 400-ზე მეტი გამომძიებელი და პროკურორი მონაწილეობს, მათ შორის მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, რომელმაც პირველმა მისცა ხმა.
საბჭოს წევრობის კანდიდატმა, გიგა ძნელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბჭოს მსგავსი წესით დაკომპლექტება, დეპოლიტიზირებას შეუწყობს ხელს.
„მიხარია, როგორც პროკურორს, მიწევს ღირსეულ კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთება. მნიშვნელობა არ აქვს რა შედეგით დასრულდება დღევანდელი არჩევანი, ყველა კანდიდატი შეძლებს შეუძლებელს და პროკურატურას გახდის უფრო პროგრესულს და წარმატებულ ორგანის“, - განაცხადა პროკურორმა გიგა ძნელაძემ.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მას შემდეგ, რაც საბჭო დაკომპლექტდება, მან უნდა დაამტკიცოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი, რიმელსაც საბჭოს იუსტიციის მინისტრი წარუდგენს.
რაც შეეხება საბჭოს სხვა წევრებს, რვა პროკურორის გარდა, საბჭოში შევა ორი წევრი, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს, ასევე ოთხი წევრი, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს (ორი დეპუტატი, ორი სამოქალაქო სექტორის წარმამადგენელი). საბჭოს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს.
საპროკურორო საბჭოს წევრობის 17 პროკურორი კანდიდატის ვინაობა, ცნობილია: მთავარი პროკურატურის პირველ კვოტაზე წარდგენილნი არიან მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორორები გიგა ძნელაძე და ნანა ხუნჯუა. მეორე კვოტაზე - უწყების საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს უფროსი ნათია სონღულაშვილი და მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორი ზაზა ქორიძე. მესამე კვოტაზე დასახელდნენ მთავარი პროკურორის დეპარტამენტის პროკურორი დავით ბუკია და აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოჩა ფარულავა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნომერ მეოთხე კვოტაზე კი - ოზურგეთის რაიონული პროკურორი შოთა კვაჭანტირაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე ანზორ უსტიაძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების მეხუთე კვოტაზე წარდგენილნი არიან: თბილისის პროკურატურის პროკურორი ხათუნა მოდებაძე და რუსთავის რაიონული პროკურორი კონსტანტინე სირაძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურისა და რაიონული პროკურატურის ნომერ მეექვსე კვოტაზე - თბილისის პროკურატურის პროკურორი ანა კალანდაძე და გორის რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბუნიძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურისა და რაიონული პროკურატურების ნომერ მეშვიდე კვოტაზე დასახელდნენ კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი გიორგი ბაჩიაშვილი და თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო და რაიონული პროკურატურების მე-8 კვოტაძე კი წარდგენილია დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი ქეთევან თალაკვაძე, ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილე გრიგოლ კეზელაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი მამუკა ფიფია.
17 კანდიდატი 12 საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელდა. თითოელ საინიციატივო ჯგუფს არაუმეტეს ორი კანდიდატის წარდგენის უფლება ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






