"არსებობს პოლიტიკური მორალის ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო" - კალაძე "გაზპრომზე"
პოლიტიკა - 12:10, 20 Oct, 2015     1430
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ კომპანია „გაზპრომის“ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა. კალაძის თქმით აღნიშნულ კომპანიასთან კომუნიკაცია და ხელშეკრულება უკვე წლებია არსებობს. ოპოზიციის მხრიდან აღნიშნული თემის წინ წამოწევას კალაძე მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ამ თემაზე სპეკულირებით მორალურ ზღვარს გადააბიჯა:

„მაქსიმალურად გადავდეთ ჩვენი კომენტარი იმ არაჯანსაღ ეიფორიაზე, რაც ეს ბოლო დღეები ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური პარტიის მიერ იქნა ატეხილი გაზპრომთან გამართული სამუშაო შეხვედრის გამო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წლებია არსებობს კომუნიკაცია და ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან და ეს პირველ რიგში მათ იციან ვინც ეხლა ყველაზე ხმამაღლა ყვირის. გაზპრომთან დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ 21 დამატება იქნა გაფორმებული ვადის გაგრძელებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დარეგულირების მიზნით. გაზპრომთან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრები იმართებოდა ეხლაც, სააკაშვილის რეჟიმის დროსაც და მანამდეც... გარდა ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზისა, ომის შემდგომაც კი ხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება რუსეთიდან, მაგრამ რატომღაც ამ ფაქტებს ივიწყებენ. არსებობს პოლიტიკური მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც თუნდაც ყველაზე მარგინალმა, ბანკროტმა პოლიტიკოსმა თუ პარტიამ არ უნდა გადააბიჯოს. გასაგებია, მოდის არჩევნების წელი და მავანი ყველაფერზეა წამსვლელი, რათა თავი შეახსენოს მოსახლეობას. დღეს რატომღაც ექსპერტების ნაწილი არ იხსენებს გაზპრომთან და მილსადენთან დაკავშირებულ ძალიან საინტერესო მოვლენებს, როცა ჩვენს მეგობრებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწია ჩარევა, რათა 2005 წელს მაშინდელი მთავრობის სურვილი სწორედ გაზპრომზე მიეყიდა მაგისტრალური გაზსადენი არ განხორციელებულიყო და ამის სანაცვლოთ ათობით მილიონი აშშ დოლარიც კი გამოუყო საქართველოს, იმის პირობით, რომ მთავრობა უარს იტყოდა ამ განზრახვაზე.... მაშინ, სააკაშვილს და მის გარემოცვას რომ თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინათ, დღეს ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტის გარეშე ვიდგებოდით რუსეთის წინაშე და რეგიონში აუთსაიდერის როლით დავკმაყოფილდებოდით. აქ არის ფაქტები, დოკუმენტები, ციფრები და ყველას მოგიწოდებთ თავისი სახელი დავარქვათ ყველაფერს. ბოლო წლებში კი არა უკვე ბოლო თვეების დინამიკაში იცვლება რეგიონში მოვლენები, საქართველოს დომინანტი როლი, მომგებიანი გეოპოლიტიკური განლაგება და სამომავლო პერსპექტივები ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია. ჩვენ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა - ისინი ცხოვრობენ პერსპექტიულ, განვითარების გზაზე მყოფ ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებში და პოლიტიკის წარმოებაში თავისი არცთუ უმნიშვნელო და ზოგ საკითხებში საკვანძო ადგილი აქვს. საქართველოს აქვს წონა და დანიშნულება მტრისთვისაც და მოყვარისთვისაც. და ამას გონივრულად უნდა მივუდგეთ. ამჯერად მაინც უნდა უარი ვთქვათ პოპულიზმზე, პარტიულ და პირად ანგარებაზე და შევხედოთ ქვეყნის მომავალს. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მისი ინტერესების დაცვა არის ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება, მიზანიც და მოტივაციაც, რათა დაცული იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქე, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება“- განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42