აშშ-ის საზღვაო ძალების გემი "პორტერი" ბათუმის პორტში შემოვიდა
პოლიტიკა - 11:56, 20 Oct, 2015     2089
20 ოქტომბერს აშშ-ის საზღვაო ძალების გემი "პორტერი" ბათუმში შემოვიდა. ამერიკული გემის დახვედრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის ვიცე მერი ბაგრატ მანველიძე და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ (ბილ) კონერი დაესწრნენ. 11 საათზე გემის კაპიტანი და მისი მოადგილე შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართავენ.

ამერიკული გემები რეგულარულად სტუმრობენ საქართველოს. "პორტერის" ვიზიტისას ამერიკელი მეზღვაურები საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყოს შეერთებული შტატების მე-6 ფლოტისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას და განამტკიცოს საზღვაო უსაფრთხოება. ბათუმში ყოფნისას გემს აშშ-ის ელჩი იან კელი და აშშ-ის საზღვაო ძალების ატაშე, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ბილ კონერი ეწვევიან.

"პორტერი" "არლეი ბერკის" კლასის ნაღმოსანია. ის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სამხედრო სამსახურშია. გემს სახელი ეწოდა აშშ-ის საზღვაო ძალების უფროსი კაპიტნის, დევიდ პორტერისა და მისი ვაჟის, ადმირალ დევიდ დიქსონ პორტერის პატივსაცემად.

აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის კონტინგენტი (მე-6 ფლოტი) აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის სამხედრო ოპერაციების სრული სპექტრის შემადგენელი ნაწილია. ის შეუფერხებელ საზღავაო მიმოსვლასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მე-6 ფლოტის ამოცანაა მშვიდობის, სტაბილურიბისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა ევროპისა და აფრიკის რეგიონებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42