"მოსამართლეთა ერთობა“ ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 11:39, 20 Oct, 2015     3172

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ წარმოებული დავის განხილვა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ბედი, მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა და თავისუფალი საინფორმაციო გარემო მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის. სწორედ, რომ გამოხატვის თავისუფლების არსებობით, მისი ხარისხით იზომება დემოკრატიულობა და პლურალიზმი სახელმწიფოში. ამ ბუნებრივი ინტერესის ფონზე კიდევ უფრო მძაფრდება ყურადღების ეპიცენტრი მოპასუხე ტელეკომპანიის, მისი წარმომადგენლების განცხადებებისა და სიუჟეტების გამო. მაგალითად, დავაში მოპასუხე მხარედ მონაწილე ”რუსთავი 2”-ის დირექტორის ბატონი ნიკა გვარამიას განცხადებები შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს. ის უნდობლობას უცხადებს დავის განმხილველ მოსამართლეს და დავის წარმოების სხვდასხვა ეტაპზე მოსამართლის მიკერძოებულობის საფუძვლებად სხვადასხვა სახის გარემოებებს ასახელებს. ტელეკომპანიის დირექტორმა ერთ შემთხვევაში მოსამართლე მოიხსენია მოქმედი იუსტიციის მინისტრის გუნდის წევრად და მისსავე დაქვემდებარებაში მყოფ ”ზონდერ მოსამართლედ”, მეორე შემთხვევაში მოსამართლე კორუფციაში, უფრო კონკრეტულად დავის მიკერძოებულად გადაწყვეტის სანაცვლოდ დიდი ფულის აღებაში დაადანაშაულა და მესამე შემთხვევაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მოსამართლე მისი ოჯახის წევრის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გამო პროკურატურის ტყვედ მოიხსენია. ამ წინააღმდეგობრივი განმარტებების ფონზე ობიექტურ დამკვირებელს ბუნებრივად გაუჩნდება კითხვები - რომელია მოსამართლის უნდობლობის საფუძველი? არსებობს კი მოსამართლის მიუკერძოებულობაში დასაბუთებული ეჭვის შეტანის საფუძველი? რა მიზანს ემსახურება ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებები? უნდა ითქვას, რომ თავად ბატონი ნიკა გვარამია იძლევა ამ კითხვებზე პასუხს. ის არ მალავს, რომ მისი ყველა გამონათქვამი ემსახურება ისეთი გარემოს შექმნას, რომ საქმის განხილვას ჩამოცილდეს კონკრეტული მოსამართლე.
წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოება თუ ის არ ზრუნავს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამ ინტერესის დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი დასაშვებად მიიჩნევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც კი. ეს იმით არის განპირობებული, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის კანონიერ ინტერესებს შორის ღირებულებათა კონფლიქტის დროს ”სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის” საჯარო ინტერესთან ერთად, კონფლიქტის ერთ მხარეს ექცევა ”სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვის” ინტერესიც. სწორედ ამიტომ, მართლმსაჯულების (და არა კონკრეტული მოსამართლის) ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს:
1. განსახილველი საქმის შესახებ ინფორმაციების გადაცემა არ უნდა გადაიზარდოს ”პარალელურ სასამართლო პროცესში”;

2. თავიდან უნდა იქნეს აცილებული საზოგადოებაში წინასწარი შთაბეჭდილებისა და განწყობის შექმნის შესაძლებლობა.
ამ ორი კომპონენტის დაუცველობა საფრთხეში აგდებს სასამართლოში სამართლიანი განხილვის ფუნდამეტურ უფლებას, რომელიც გულისხმობს უფლებას მიუკერძოებულ სასამართლოზე. ასეთ ვითარებაში, კონკრეტულ საქმეზე ნებისმიერი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რა სამართლებრივ შედეგსაც არ უნდა ადგენდეს იგი, შესაძლოა აღქმული იქნეს როგორც ზეწოლის შედეგად მიღებული.
ასოციაცია ”საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” ვერ იქნება გულგრილი ამ ფაქტის მიმართ. ეს არაა მხოლოდ რიგითი, კონკრეტული შემთხვევა, რომელიც დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა. მას შეიძლება მიენიჭოს პრეცედენტის მნიშვნელობა და სხვა მრავალ შემთხვევაშიც განმეორდეს. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ყურადღება უნდა გამახვილდეს და დისკუსია გაიმართოს სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის კანონიერი ინტერესის დაცვის კუთხითაც და იურიდიული საზოგადოების მხრიდან შეფასება მიეცეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის და მისი წარმომადგენლების მოქმედებები თუ რამდენად ექცევა გამოხატვის თავისუფლების საჯარო ინტერესის ფარგლებში.
სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებულობის უზრუნველყოფის საქმეში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მათ უნდა იმოქმედონ ადეკვატურად ყოველი მოსამართლის დაუსაბუთებელი კრიტიკის, მით უფრო, კრიტიკისადმი შეუთავსებელი გამონათქვამების კვალდაკვალ. იმედია, ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, იურიდიული საზოგადოება და თავად მასმედიის წარმომადგენლები საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს მხოლოდ კონკრეტული მოსამართლის საზრუნავად არ მიატოვებენ და ერთად ვიზრუნებთ კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დეკლარილებული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ინტერესის დასაცავად. სამოსამართლო საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნის გარეშე მართლმსაჯულება შესაძლოა იქცეს მხარეთა თუ დავის შედეგებით დაინტერესებულ სხვა პირთა სუბიექტური ზრახვების განხორციელების მსხვერპლად, რაც უპირველესად დააზარალებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და მასთან დაკავშირებული ყოველი ადამიანის ინტერესს ჰქონდეს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა სამართლიან, მიუკერძოებულ და დამოუკიდებელ სასამართლოში", - ნათვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42