"არ მიმაჩნია, რომ "ნაცმოძრაობის" ყველა წევრი პათოლოგი და არაადამიანია" - დავით ზურაბიშვილი
სოც.მედია - 10:10, 20 Oct, 2015     2665

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ განმარტებას აკეთებს.

"იმის გამო, რომ ჩემი მოსაზრებების პუბლიკაცია ფბ-ზე ხშირად იწვევს ხოლმე კამათს და ხშირად მიწევს ერთი და იგივეს გამეორება, გადავწყვიტე ერთ აქტუალურ საკითხზე მოკლედ, თეზისების სახით, მაგრამ მკაფიოდ და გარკვევით განვმარტო მტრისთვისაც და მოყვარისთვისაც. ვიცი, დიდწილად ამაო გარჯაა და მაინც ძველებურად გაგრძელდება, მაგრამ ვიღაცას მაინც რომ მოხვდება გულზე, გამოსარჩლებად ისიც მეყოფა.

საქმე ეხება ჩემს დამოკიდებულებას ნაციონალურ მოძრაობისა და მისი მომხრეების მიმართ. კერძოდ, მე

ა) ნაციონალური მოძრაობის მმართველობის მიმართ მაქვს ძალიან მყარი შეხედულება, რომელიც არ არის გაპირობებული არანაირი პიროვნული ფაქტორით (რამის გამო ან ვინმეს მიმართ წყენა და ა.შ.). მიმაჩნია, რომ ამ მმართველობის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა ავტორიტარული, თავისი არსით მოძალადე და დანაშაულებრივი რეჟიმი, სადაც ხელისუფლებისადმი ლოიალობა იყო სავალდებულო, ხოლო ადამიანების დაშანტაჟებას და დატერორებას ჰქონდა სისტემური ხასიათი.

ბ) არ ვიზიარებ იმ აზრს, თითქოს ნაციონალური მოძრაობის მმართველობა იმთავითვე იყო ბოროტება და ამ პოლიტიკური გუნდის ლიდერები იყვნენ გამორჩეული ნაძირლები. ვთვლი, რომ ამ გუნდის მიზანი იყო ქვეყნისა და საზოგადოების მოდერნიზაცია და დასავლურ სამყაროში ინტეგრაცია, უბრალოდ მათ დააპირეს ამ მიზნის მიღწევა დიქტატის და ძალადობის ხარჯზე, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა ხელისუფლების ტრანსფორმაცია დანაშაულებრივ რეჟიმად. სხვანაირად რომ ვთქვა, ნაცმოძრაობის მმართველობის ტრაგედია იყო კარგი მიზნების ცუდი საშუალებებით მიღწევის მცდელობა, რის შედეგადაც მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდება ასეთ დროს - ხელისუფლება გახდა საკუთარი წიაღიდან ნაშობი ბოროტების მძევალი.

გ) მიმაჩნია, რომ დღევანდელი ნაცმოძრაობა, ძველი ლიდერებით, პროდასავლურობაზე ექსკლუზივის პრეტენზიით და საკუთარი მმართველობის პერიოდის მიმართ უკრიტიკო დამოკიდებულებით არის პრინციპულად მიუღებელი პოლიტიკური ძალა, რომელთანაც შეუძლებელია სერიოზული პარტნიორული ურთიერთობა და რომელსაც ხელისუფლებაში მობრუნების შანსი პრაქტიკულად არა აქვს. ერთადერთი, რაც ასეთი ტიპის გაერთიანებას უხანგრძლივებს არსებობას, არის ის, რომ ხელისუფლების დღის წესრიგში დღემდე ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაა მთავარი თემა.

დ) არ მიმაჩნია, რომ ნაცმოძრაობის ყველა წევრი და მხარდამჭერი არის პათოლოგი და არაადამიანი. მიმაჩნია, რომ მათ შორისაც არიან უფრო რადიკალები, უფრო ზომიერები და არაერთი ისეთი ადამიანიც, რომელიც ნამდვილად არაა დასაკარგი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, თუკი ნაცმოძრაობის წიაღში მოხდება წარსულის შეცდომებისა და დანაშაულების რეალური გაცნობიერება, შესაძლოა ამ პოლიტიკური ძალის წიაღიდან ნორმალური, პროდასავლურ-ნეოლიბერალური ტიპის პარტიაც გამოვიდეს, რაც ჩემის აზრით სასურველი იქნებოდა. ოღონდ ამის აუცილებელი პირობაა ძველი ლიდერებისგან და დანაშაულობების ტვირთისგან გათავისუფლება წარსულის კრიტიკული გააზრებისა და ერთგვარი მონანიების გზით. ეს არის ნაცმოძრაობის ცივილიზებულ პარტიად გარდაქმნის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობა.

ე) ვფიქრობ, თუ ნაცმოძრაობის წევრები და მხარდამჭერები ვერ მოახერხებენ წარსულის კრიტიკულ გადაფასებას, ხოლო სააკაშვილის მმართველობის კრახის მიზეზად ბოლომდე სერიოზულად ჩათვლიან იმას, რომ თითქოს ციხის კადრები დადგმული იყო და ბიძინამ პატარა ბარბარე რაფალიანცი მოაკვლევინა, მაშინ ნაცების გაუცხოების ხარისხი მთელი დანარჩენი საზოგადოებისგან გაიზრდება და საბოლოოდ (ეს არის მხოლოდ დროის საკითხი) ამ ხალხისგან მივიღებთ ტოტალიტარული სექტის მაგვარ დაჯგუფებას.

ვ) არ ვიცი და არც ვფიქრობ იმაზე, თუ რა გზას აირჩევს ნაცმოძრაობა, როგორც პარტია და რა გზას დაადგებიან მისი წევრები და მხარდამჭერები. ეს არის მთლიანად მათი გადასაწყვეტი. უბრალოდ, გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო დიდი იქნება მათ მიმართ დანარჩენი საზოგადოების წნეხი, რაც უფრო დიდხანს იქნებიან საყოველთაო ყურადღების ცენტრში, რაც მეტი უარყოფითი ენერგია დაიხარჯება მათ წინააღმდეგ, მით უფრო იზოლირებულ, რადიკალურ და მტკიცე ერთობად შეიკვრება ეს არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფი, რაც, ჩემის ღრმა რწმენით, მხოლოდ საზიანო იქნება თავად მათთვისაც, დანარჩენი საზოგადოებისთვისაც და მთლიანად ქვეყნისთვისაც.

პრინციპში, სულ ეს არის.

P. S. ვინც თვლის, რომ ნაცები, რესპუბლიკელები და ზოგადად ლიბერალები ერთი ჯიშის ანტიეროვნული და ანტიქართული წარმონაქმნია, იმ ხალხის აზრი საერთოდ არანაირ თემაზე არ მაინტერესებს და ტყუილად ნუ დაიხარჯებიან კომენტარებზე. მით უმეტეს, რომ მაინც და მაინც არც წერა-კითხვის უნარით გამოირჩევიან და გინებისა და გენიტალიების ხსენების გარეშე სერიოზულად უჭირთ აზრის გადმოცემა (თუ იმას აზრი ჰქვია, რასაკვირველია.). ერთადერთი, რაც მართლა მაინტერესებს ამ ხალხისგან ისაა, თუ რატომ წერენ ძირითადად ლათინური შრიფტით.

P. P. S. არანაკლებ არ მაინტერესებს იმათი აზრი, ვინც მოახერხებს და ზემორე განმარტებაში ნაცმოძრაობისადმი ფარულ სიმპატიას ან მის მიმართ დაუოკებელ სიძულვილს ამოიკითხავს.

არადა ვეჭვობ, მოახერხებენ მავანნი. კი", - წერს ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42