უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი გამორიცხავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დახურვას.
რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, დეპუტატის თქმით, სასამართლოში უნდა გაირკვეს არა არხის პოლიტიკა, არამედ მფლობელის ვინაობა.
„კარგი იქნება, თუ სასამართლოში გაირკვევა მფლობელის ვინაობა და არა არხის პოლიტიკა და ა.შ. არხი დარჩება ეთერში. საერთოდ არ ვიცი საიდან მოვიდა ლაპარაკი იმაზე, რომ „რუსთავი 2“ იხურება. ვინ დახურავს ყველაზე პოპულარულ ტელევიზიას? ვის მოსწონს და ვის არა, ეს სხვა საკითხია,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „კურიერთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი 22 ოქტომბერს განახლდება. პროცესი გუშინ დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმის აცილებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შეუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში და მის გარეთ ტელეკომპანიის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.
მასალის გამოყენების პირობები






