ისრაელში გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას პატივსაცემად სახელმწიფო სადილი გამართეს
პოლიტიკა - 09:47, 20 Oct, 2015     1842
ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატივსაცემად სახელმწიფო სადილი გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს და მის მეუღლეს ნეჩამა რივლინს მოწვევისა და გულითადი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.

ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა ოფიციალური სადღეგრძელო შესვეს და ორი ქვეყნის 26 საუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„მე დღეს ვიმყოფები ხალხთან, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს თავისუფლებისათვის, სახელმწიფოებრიობისა და მშვიდობისათვის ბრძოლა. მე ვიმყოფები ქალაქში, რომელიც განსხვავებულ კულტურათა და ცივილიზაციათა შერწყმის განსაკუთრებული მაგალთია. მე ვიმყოფები იმ წმინდა მიწაზე, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის უნიკალურ სულიერ საგანძურს წარმოადგენს და რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურ სადილზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ებრაელ და ქართველ ხალხების მეგობრობა ჩვენი ერების საერთო ღირებულებებმა შექმნეს.

„ისრაელიც და საქართველოც დამსახურებულად ამაყობენ საკუთარი ისტორიით, ტრადიციებითა და იმ დიდი კულტურული საგანძურით, რომელიც ჰუმანიზმისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მატარებელია.

ეს ყოველივე ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მტკიცე საძირკველს ქმნის.

ისრაელის სახელმწიფო საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა კიდევ უფრო გავაღრმავოთ არსებული კავშირ-ურთიერთობები და თანამშრომლობის თვისობრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრები ძლიერი იმპულსი იქნება იმისათვის, რომ ჩვენმა თანამშრომლობამ შესაძლებლობების მთელი პოტენციალი მოიცვას“, -აღნიშნა ოფიციალურ სადღეგრძელოში საქართველოს პრეზიდენტმა

ისრაელის პრეზიდენტმა რუვლენ რივლინმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელმა არ უნდა დაივიწყოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საერთაშორისო დიპლომატიაში. მისი განცხადებით, ისრაელმა არერთხელ გამოხატა ნათელი მხარდაჭერა საქართველოს განვითარებისა და კეთილდღეობისადმი.

"ეს არის პროდუქტიული და დამაიმედებელი თანამშრომლობა - პარტნიორობა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენი შვილების მომავალთან"- აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა ოფიციალურ სადღეგრძელოში.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში 20 ოქტომბერს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42