"მეზიზღება სისტემა..." - ეკა ხოფერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება "ფეისბუქზე"
სოც.მედია - 20:52, 19 Oct, 2015     19150

ჟურნალისტი ეკა ხოფერია პატიმრების კადრებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს:

„ახლახანს შემოვედი ფეისბუქზე. ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო მას შემდეგ, რაც ეს კადრები ვნახე. ჩემს სტატუსს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მეზიზღებით ყველა, ვინც ამაში ერთი პროცენტით მაინც იყოთ გარეული. სხვა თემაა, რომ ეს ჩანაწერები უნდა წაშლილიყო, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, რომ არ უნდა გავრცელებულიყო და ეს შეიძლება ხელოვნურად მომხდარიყო- კადრების გავრცელება. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ვინ აკეთებდა ამას? ვინ უკვეთავდა? ვინ იღებდა? სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, ვინ ხართ???? გამოიძიეთ, დაამტკიცეთ, ხალხი არ ხართ? გასკდა ეს გული, რას გვერჩით?!!!!!“, - წერს ხოფრია.

ჟურნალისტის პოსტს „ტაბულას“ დირექტორი ტამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება:

თამარ ჩერგოლეიშვილი: სამი წლის წინ არ შეგზიზღდა?

ეკა ხოფერია: არ მინახავს 3 წლის წინ თამარა, ახლა ვნახე.... საშინელებაა

თამარ ჩერგოლეიშვილი: არც ახლა მინახავს, არც მაშინ - ზოგადად ინდოეთის ოკეანის ნახვა არ მჭირდება, იმის აღსაქმელად რომ სველია და ტალღები იცის.... უბრალოდ ძალიან აღელვებული ჩანხარ იმისთვის რაც სამი წლის წინ გაირკვა. არ დაგიმალავ, სიყალბის ელფერიც დაკრავს ამ აღშფოთებას - იცი რას გავს? აი ადამიანი რომ აღსაშფოთებელს ეძებს და ძველ გაზეთში იპოვის.

ეკა ხოფერია: მე თუ ვეძებ მიზეზს აღშფოთებისთვის, რა გითხრა... მე მინდა , რომ ეს მორჩეს და დამნაშავე დაისაჯოს. მეზიზღება სისტემა, სადაც ასეთი რამ ხდება. დღეს პირველად ვნახე. ჯობდა, არ მენახა... ეს არ უნდა გამოიძიონ? არ უნდა დამთავრდეს?

თამარ ჩერგოლეიშვილი: რასაკვირველია. როგორც პრემიერი ამბობს გამოძიებულია და ყველა ციხეში ზისო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42