ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის სოციალური ქსელის ემშვეობით ექსპრემიერს მიმართავს.
„როდესაც ხურავ სასამართლოს, ახშობ თავისუფალ სიტყვას და წინასწარ იპარავ არჩევნებს - ესე იგი ითვისებ ხელისუფლებას.
როდესაც ითვისებ ხელისუფლებას, უპირისპირდები ხელისუფლების ერთადერთ წყაროს - ხალხს.
მოემზადე ხალხთან დაპირისპირებისთვის @bidzina ivanishvili“, - წერს გვარამია.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 22 ოქტომბრამდე გადადო.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე პროცესი დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საქმის აცილებასთან დაკავშირებით. პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში და მის გარეთ ტელეკომპანიის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.
მასალის გამოყენების პირობები






