იუსტიციის მინისტრის თქმით, კარგი იქნება თუ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინაში სამართალდამცავ ორგანოებში არიან , დაინტერესდებიან როგორ მოხვდა წამების ამსახველი კადრები უკრაინული სააგენტოს ხელში.
თეა წულუკიანის თქმით, მისთის მიუღებელია, რომ კადრები საჯარო იყოს.
„ვგმობ იმას, რომ ბავშვებმა და არასრულწლოვნებმა, ან საერთოდ ადამიანებმა უყურონ ამ კადრებს. რაც შეეხება თვითონ კადრების არსებობას, ეს კადრები არის ნაწილი სისხლის სამართლის პროცესის. მინდა გითხრათ, რომ კასრების საქმეზე 11 პირია დამნაშავედ ცნობილი. მათი უმეტესობა დღეს იხდის სასჯელს, 2 მათგანი მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა არიან საერთაშორისო ძებნაზე. ერთი პირი, რომელიც იყო საერთაშორისო ძებნაზე, პროკურატურამ უკვე ექსტრადიციის გზით ჩამოიყვანა და დღეს ის ზის ქართულ ციხეში და იხდის ამ უმსგავსო საქციელისთვის. კარგი იქნება, თუ უკრაინაშიც დაიწყებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებში არიან, გამოძიებას, უკრაინის სააგენტოში როგორ მოხვდა ეს კადრები“, - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






