ამის შესახებ ქარდავამ სასამართლო დარბაზში განაცხადა, სადაც ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე პროცესი მიმდინარებს.
„ძალიან რთულ მდგომარეობაშია მოსამართლე ურთმელიძე, მის შესახებ ბევრია ცნობილი. დღეს მოსამართლეს აქვს შანსი, მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება, რადგან „რუსთავი 2“-ის პროცესი რიგითი პროცესი არ არის. თუ ის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ხელს შეუწყობს საქართველოში თავისუფალი სიტყვის შენარჩუნებას და განსხვავებული აზრის დაცვას. ეს იქნება ქართულ სახელმწიფოში დემოკრატიის დასაცავად გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. ეს არის ჩემი სურვილი. ყველა ვხვდებით, რომ ხელისუფლების ინტერესებში არ შედის, სასამართლოს მხრიდან მიღებული იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“-ს ჰქონდეს საშუალება განაგრძოს მოვლენების რეალურად ასახვა, რა ვითარებაშიც დღეს საქართველო იმყოფება. საბოლოო ჯამში თავს შევიკავებ პროგნოზების გაკეთებისგან და ველოდები იმ გადაწყვეტილებას რომელიც გამოცხადდება“, - განაცხადა ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერმა ყურადღება გაამახვილა სასამართლოში მისი ყოფნის მიზეზზე.
„ძალიან ბევრი მედიასაშუალება დაინტერესდა, თუ რა ფორმატში ვარ დღეს აქ. მე ვესწრები სასამართლო პროცესს და ველოდები გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მომავალ აქტივობას, ეს იქნება იმ სახის, როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული დღეს. ერთადერთი გადაწყვეტილება, რასაც წითელ ხასზ ვუწოდებ ეს არის „რუსთავი 2“-ის გაჩუმება, რაშიც ვგულისმობ არასპეცდანიშნულების რაზმებით შევარდნას ტელეკომპანიაში, არამედ იმას, რომ „რუსთავი 2“-ს შეიძლება შეუცვალონ მეპატრონე, როგორც ეს ენ-ტე-ვე-ში მოხდა ანუ შესაძლებელია „რუსთავი 2“ გახდეს ისეთივე ტელევიზია, როგორიც პუტინისთვის დღეს ენ-ტე-ვეა“, - ამბობს ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






