"ეს ლაქა დიდხანს გაგვყვება, მაგრამ ამ კადრების საჯარო ჩვენება პოლიტიკური ქულებისთვის სამარცხვინოა"
პოლიტიკა - 14:45, 19 Oct, 2015     2342
უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე სამარცხვინოს უწოდებს ფაქტს, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებობდნენ ადამიანები, ვინც პატიმრებს აწამებდნენ.

ამის შესახებ ბაქრაძემ ორი დღის წინ გავრცელებული კადრების კომენტირებისას განაცხადა,

„მკაცრად ვამბობ, ის რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ ასეთი ადამიანები, ეს არის მძიმე და სამარცხვინო ლაქა, რომელიც დიდხანს გაგვყვება, წინა ხელისუფლების ნაწილს. ვინც ამ საშინელებაში მონაწილეობდა, ვინც ამ კადრებს იღებდა, ვინც ამას უკვეთავდა ყველა ასეთი ადამიანი უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მრცხვენია შეფასებების, ეს არის უმძიმესი ლაქა, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომელმაც ამდენი გააკეთა ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერი საგანგაშოს უწოდებს ფაქტს, რომ წამების ამსახველი კადრების საჯაროდ ჩვენება მოხდა.

„ხელისუფლებაში დიდი რაოდენობით არიან ის ადამიანები, ვისაც მიჩნიათ, რომ ასეთი კადრები უნდა გაუშვას ქუჩაში. გუშინ ვიხილეთ ზუგდიდში საჯაროდ გაშვებული ეს კადრები, რომელსაც ესწრებოდნენ მაღალი რანგის სახელსუფლებო წარმომადგენლები. ერთი უბდურებაა, რომ ასეთი რამ 7 წლის წინ მოხდა, მაგრამ მასზე დიდი უბედურებაა რომ ვიქეცით საზოგადოებად, სადაც ასეთი რაღაცეები პოლიტიკური ბრძოლის ნაწილად გამოიყენება. დღეს ასეთი ხელისუფლება გვყავს. საჯაროდ მოქალაქეებს აყურებინებენ ამ სიბინძურეს, რომ პოლიტიკური ქულები მიიღოს. ეს ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება შედის უზნეობის და უკანონობის ცუდ სპირალში. იმედია საზოგადოების რეაქცია იქნება იმდენად მკაცრი, რომ არც ამ მთავრობას და არც მომავალს არასდროს თავში არ მოუვა ასეთი სიბინძურე პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს“, - განაცხადა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42