ურთმელიძეს აქვს დავალება, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება მხოლოდ მან მიიღოს - ბაქრაძე
პოლიტიკა - 14:07, 19 Oct, 2015     1451
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს.

როგორც ბაქრაძემ საქალაქო სასამართლოში „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, ეჭვს აჩენს ის ფაქტიც, რომ საქმის განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

„საქმის მიმდინარეობაში სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. პირველი გახლავთ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც არის არაპროპორციული და რომლითაც მან „რუსთავი 2“-ის მთელი ქონება დააყადაღა. ეჭვს აჩენს ის სისწრაფე, რა სისწრაფითაც საქმის განხილვა მიმდინარეობს. მესამე საკითხი შეეხება თავად მოსამართლე ურთმელიძეს. მიუხედავად იმისა, რომ პროცესის მიმდინარეობის დროს მისი ოჯახის წევრების შესახებ სენსიტიური და სერიოზული ინფორმაცია გაჟღერდა, ადამიანი მაინც დაჟინებით ითხოვს, რომ მან გადაწყვეტილების მიღება საქმეზე გააგრძელოს. სუფთა ადამიანურად ნებისმიერი პირი ამ ფაქტების გასაჯაროების შემდეგ იტყოდა, რომ მომეშვით და სხვამ გადაწყვიტოს ეს საქმე. მოსამართლე ურთმელიძე პრინციპულად ითხოვს, რომ საქმეზე გადაწყვეტილება ბოლომდე მან მიიღოს. არსებობს ეჭვი, რომ მას აქვს დავალება, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება სწორედ მან მიიღოს. ყველასთვის გასაგებია ვისი დაინეტერესებაა საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42