თბილისის მერი სტრასბურგში ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის სესიას დაესწრება
პოლიტიკა - 13:53, 19 Oct, 2015     1007
თბილისის მერი დავით ნარმანია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიაზე დასასწრებად გაემგზავრა.

პლენარული სესიის მიმდინარეობისას კენჭი ეყრება სხვადასხვა რეზოლუციასა და რეკომენდაციებს. კერძოდ: მიმოიხილავენ ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობას ლუქსემბურგში, მონტენეგროში, მოლდოვის რესპუბლიკასა და ალბანეთში. ასევე იმსჯელებენ ახალგაზრდებისთვის მმართველობის პროცესში მონაწილეობის მიღებისას ბარიერების აღმოფხვრაზე, ისაუბრებენ სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ფორმებზე.

,,იმართება ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის სესია, სადაც საუბარი იქნება სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხებზე, მათ შორის საქართველოში. ჩვენ ვისაუბრებთ რეფორმებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში გატარდა, კერძოდ, საზოგადოების აქტიური ჩართულობის ინსტრუმენტები, რაც სულ ახლახანს შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში და მის გავლენაზე ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხზე. იქნება მსჯელობა და დისკუსია სხვადასხვა საკითხებზე, რომელშიც ასევე მივიღებთ მონაწილეობას'', - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი დავით ნარმანია კონგრესის რეგიონული პალატის შეხვედრას დაესწრება, სადაც უმცირესობათა ენების ქარტიის შესახებ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის გამოსვლა იგეგმება, რის შემდეგაც გაიმართება დებატები.

თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი სტრასბურგში 19-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42