ცოტა ხნის წინ, სასამართლო დარბაზში მოსამართლე ურთმელიძის დედასთან დაკავშირებით სიუჟეტი აჩვენეს, რის შემდეგაც დაცვის მხარე მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით ვრცელი შუამდგომლობით წარსდგა. სასამართლოს ეზოში ტელეკომპანიის მხარდამჭერები ამ დრომდე რჩებიან. ცოტა ხნის წინ მათ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა სიტყვით მიმართა.
„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისა და მხარდაჭერისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღეს, როგორც არასდროს ისე გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენს სიტყვის თავისუფლება ერთად გვაქვს დასაცავი. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ყველას ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, თუ რა ინფორმაცია მიიღოს, რა ტელევიზიას უყუროს და რა დასკვნები გამოიტანოს. ამის შეზღუდვას ვერავინ შეძლებს. ეს ქვეყანა აქამდე მოვიდა იმით, რომ იცავდა ადამიანის ძირითად ღირებლებას. ამ ღირებულებებში უპირველეს ყოვლისა სიტყვის და გამოხატვის თავიუფლებაა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






