საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა ეკონომიკის და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
პოლიტიკა - 13:20, 19 Oct, 2015     1037

ისრაელში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„ჩვენ ვართ პატარა ერები, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიას აშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ სირთულეები და ავაშენოთ მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო საკუთარ რეგიონში“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშევილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გახშირებული ტერაქტების გამო და განაცხადა, რომ ჩვენ ქვეყნებს აქვთ ხანგრძლივი ტრადიცია დაძლიონ ძალადობა მშვიდობით და საერთო ღირებლებებით.

„ჩვენ ვიცით, რომ ძალადობის ძალადობით დამარცხება შეუძლებელია, ძალადობა სიყვარულით უნდა დავძლიოთ - საერთო მიზნებითა და იდეებით“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მოლაპარაკებების, მშვიდობიანი და დიპლომატიური გზითაა შესაძლებელი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს საგარეო მიზნების მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმებებისა და სამართლის ნორმების მტკიცე დაცვით.

მარგველაშვილმა ისრაელის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო, როგორც წამყვანი გეოპოლიტიკური როლის მქონე ქვეყნა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირის გაძლიერებისათვის. ეს კავშირები მნიშვნელოვანია, ყველასათვის, ვინც ფიქრობს სასარგებლო პროექტების განვითარებაზე, კეთილდღეობასა და მომავალზე და არა, სხვა ადამიანების უფლებების დარღვევაზე.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერთობები და უკვე არსებული თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებში.

პრესკონფერენციაზე ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთერთი უძველესი ებრაული დიასპორა ჰყავს.

„ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ისრაელის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა კავკასიის რეგიონში. საქართველო ისრაელის მსგავსად წარმოადგენს ქვეყანას, სადაც რელიგიური ტოლერანტობა და ყველა კულტურის თანაბარი პატივისცემაა. დღეს, საქართვლოს მნიშვენლოვანი როლი აქვს, საერთაშორისო არენაზე ამ ღირებულებათა გავრცელებაში. ასევე, მნიშვნელოვანი როლი აქვს აიმაღლოს ხმა ფუნდამენტალიზმის საფრთხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა რუვენ რივლინმა.

მისი განცხადებით, ფუნდამენტალიზმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შუა აღმოსავლეთს, არამედ მთელ მსოფლიოს.

რუვენ რივლინმა საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ გულითადი წუხილისათვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ისრაელში გახშირებული ტერაქტების გამო გამოთქვა.

ისრაელის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ და ისრაელმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა, არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42