ამის შესახებ ბადაშვილმა პროკურორთან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავარი პროკურორის თქმით, პირველად საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ყველა პროკურორს და გამომძიებელს აქვს შესაძლებლობა, რომ თავად გადავწყვიტოთ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს მთავარ პროკურატურას.
„საქართველოს პროკურატურის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. მიხარია, რომ დამოუკიდებელი პროკურატურის ჩამოყალიბების პროცესს ჩემი მთავარი პროკურორობის პერიოდში ეყრება საფუძველი. მინდა მოგილოცოთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ ისტორიული მოვლენის მონაწილეები. პირველად, პროკურატურის ისტორიაში ყველა პროკურორს და გამომძიებელს აქვს შესაძლებლობა თავად გადავწყვიტოს, ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს მთავარ პროკურატურას. ასევე პირველად გვეძლევა შესაძლებობა, ავირჩიოთ საპროკურორო საბჭოს წევრები. დარწმუნებული ვარ, რომ საპროკურორო საბჭოში მოხდება ღირსეულთა შორის ღირსეული 8 კანდიდატის არჩევა“, - ამბობს ბადაშვილი.
პროკურორთა კონფერენციის ფარგლებშიც დღეს საპროკურორო საბჭოს 8 წევრის არჩევა უნდა მოხდეს.
მასალის გამოყენების პირობები






