როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, საზოგადოება საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის დახურვას არ დაუშვებს.
„ხელისუფლება ცდილობს დაუხშოს საზოგადოებას თავისუფალი სიტყვის და განსხვავებული აზრის მიღების საშუალება. დღეს საქართველო ბევრად წინ წასულია, ვიდრე ეს იყო შვერადნაძის დროს. საზოგადოება, რომელსაც დღეს აქ ხედავთ არ დაუშვებს ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების დახურვას. ურთმელიძე განაჩენს არა მარტო „რუსთავი 2“-ს, არამედ საკუთარ თავსაც გამოუტანს. მან საქმე თავიდან უნდა აიცილოს“, - განაცხადა ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის თქმით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები სამართლებრივ ჩარჩოს გასცდა.
„ეს პროცესები გასცდა სამართლებრივ ჩარჩოს. წინა საარჩევნოდ ხელისუფლება ცდილოს ჩაახშოს „რუთავი 2“, რაც არ გამოუვათ. დღეს თუ მოსამართლე არასასურველ გადაწყვეტილებად მიიღებს, სასამართლოსთან უფრო მეტი ხალხი მოვა, ვიდრე დღეს არის. დღეს არ წყდება მხოლოდ „რუსთავი 2“-ის საქმე, დღეს ქართული დემოკრატია და ქვეყნის განვითარება დევს სასწორზე“, - ამბობს რატიანი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






