"სერიოზულ კომენატარს ვერ გავაკეთებ. ბევრი კითხვის ნიშანი იყო მრავალი წელია არა მარტო ამ ორგანიზაციის მიმართ, მაგრამ ის ადამიანები ვინც ამ კვლევებს აკეთებენ პირდაპირ არიან დაკავშირებულები ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ მე აქვე ამ ინსტიტუტის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავადასტურო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის თუ რას ჰპირდება და აკეთებს მთავრობა, ეს ყველაფერი აისახება ჩვენს მოსახლეობაზე. ყველაზე მთავარია არჩევნების დღე,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის მსგავსად ფიქრობენ ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
ვიცეპრემეირი კალაძე ამბბს, რომ NDI-ს ქართული ოფისი ხარვეზებით მუშაობს. მისი თქმით, ყველაფერი 2016 წლის არჩევნებზე გადაწყდება - ,,ქვეყანაში პრობლემები არსებობს,"-აცხადებს კახა კალაძე.
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ NDI-ს მუშაობის კუთხით კითხვები არსებობდა, რომელიც მისი თქმით, დღემდე არ მოხსნილა.
მასალის გამოყენების პირობები






