კადრების მონაწილე ყოფილი პოლიციელი არათუ ციხეში არ ზის, ბრალიც არ წაუყენებიათ - ანი ნადარეიშვილი
სოც.მედია - 14:22, 18 Oct, 2015     3959
ზოგიერთ მედიასაშუალებაში პატიმრების მიმართ ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილის თქმით, ხელისუფლებას კადრების მონაწილე მთავარი დამნაშავეებს ამ დრომდე ხელს აფარებს.

,,ამ კადრების შესახებ 3 წელია გვესმის, ისიც გვესმის, რომ შსს-მ საგულდაგულოდ გაანადგურა და "წესით და რიგით" ეს კადრები არ უნდა გამხდარიყო საჯარო, თუმცა ყველა ირგვლივ იძახდა, რომ საარჩევნოდ გამოაგდებენ და ამის მოლოდინი დიდი იყო, სხვა გზა აღარ დარჩათ, რითაც მოვიდნენ, იმით უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება. დღეს ოცნების რეიტინგული კრახის შემდგომ და ორშაბათის რუსთავი2-ის განაჩენის დადგომის შუალედში პრორუსულ ინტერნეტ საიტზე ჩნდება ეს საზიზღრობა. ერთმნიშვნელოვნად გასაგებია, რომ ხელისუფლებამ გამოაგდო დღევანდელი და ხვალინდელი მოვლენების გადასაფარად, დღეს მოდულის შენობაში სუს-ის თანამშრომლები ფეისბუკზე მხოლოდ ახალ-ახალი ექაუნთების შექმნით იყვნენ მთელი დღე დაკავებულები და მასიურად ავრცელებდნენ ამ კადრებს. მაგრამ აღარ გიშველით ახალი ბედუკაძეები და აი, რატომ:

დღეს დეტალურად გავარკვიე ამ კადრების ამბავი, რატომღაც ყველა დამნაშავეს საეჭვოდ აფარებს ხელს ხელისუფლება. მთავარი მოქმედი პირი, რომელიც კადრებშიც ჩანს და საქმეშიც ფიგურირებს არის ყოფილი პოლიციელი ვინმე ბალოიანი, რომელიც არამცთუ ციხეში არ ზის, მისთვის ბრალიც კი არავის წაუყენებია. ნუთუ ვერ ხედავთ მსგავსებას ე.წ. "ცოცხების კადრებსა" და ამ ამაზრზენ კადრებს შორის?! რატომ არ სჯიან დამნაშავეებს?! რატომ არ კითხულობს აღშფოთებული საზოგადოება ვინ არის ის ნაძირალა, რომელმაც ასეთი სისაძაგლე ჩაიდინა?! რატომ დუმს პროკურატურა?! რატომ გაუფორმეს საპროცესო სასტიკ დამნაშავეებს მარლესი (მაცი) ხვიტიას და გოჩა შონიას, იმ სადისტებს, ვისაც დაზარალებული ადებდა ხელს?! რატომ უშვებენ დღე-დღეზე ციხიდან იმ ყავარჯნებიან კრიმინალს თემურ უბირიას, რომელიც ორი წელიც კი არ მჯდარა ციხეში?! რატომ აყურებინებთ ბავშვებს ასეთ სადიზმს?!

თქვენ, ვინც ამას ავრცელებთ, ივანიშვილის თამადობით ხართ მანიაკები!!! თუმცა რა გასაკვირია, თქვენ ხომ 9 თვის ბავშვის სისხლით მოხვედით, სისხლით, რომელსაც ვერასოდეს ვერ ჩამოიბანთ თქვენი ბინძური ხელებიდან. ახლა ვიღაც ფსიქიურად აშლილი ქოცი იტყვის - "შენს მანიაკ ქმარს მიხედეო". წინასწარ გიპასუხებთ: ჩემი 13-ჯერ გამართლებული ქმარი ვაშლის თლისთვის ზის ციხეში უკვე 3 წელია, და ერთადერთი სიკეთე რაც ოცნებამ გააკეთა, არის ის რომ მიდგა ბაჩო ახალაიას დიდი "შლანგით" და ჩამორეცხა ყველა ის სიბინძურე, რომელსაც გულმოდგინეთ და მიზანმიმართულად თხზავდნენ რუსული სპეცსამსახურის ქართველი თანამშრომლები, რომლებიც დღეს თბილ სკამებზე არიან მოკალათებული თანამდებობებზე. ასე რომ ჩუ!!! თქვენი კრინტი არ გავიგო ივანიშვილის სინდრომით დაავადებულნო."- წერს ანი ნადარეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42