,,გაჩნდა საკმაოდ ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს კადრები გავრცელებულია თავად უშიშროების სამსახურის მიერ“- ზურაბიშვილი
სოც.მედია - 19:55, 17 Oct, 2015     5950
ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ პატიმართა მიმართ სექსუალური ძალადობის კადრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, გასცეს პასუხები საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვს იმის შესახებ, რომ შესაძლოა აღნიშნული კადრები თავად უშიშროების სამსახურის მიერ იყოს გავრცელებული და წარმოადგენს ერთგვარ პასუხს ენდიაის კვლევების პუბლიკაციაზე.

,,პატიმრის წამებისა და გაუპატიურების კადრების თაობაზე მინდა მოგახსენოთ რამდენიმე სიტყვა.

ა) ნუ ავრცელებთ ამ კადრებს. ბავშვები ნახულობენ, ბოლო-ბოლო.

ბ) ეს ის კასრიდან ამოღებული ცნობილი კადრებია, ადრე რომ აჩვენეს ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს და მერე ოფიციალურად გაანადგურეს. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ შსს დაიწყებს გამოძიებას, თუ საიდან მოხვდა ეს კადრები არცთუ ცნობილ უკრაინულ საიტზე.

გ) ეს გამოძიება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა საკმაოდ ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს კადრები გავრცელებულია თავად უშიშროების სამსახურის მიერ და წარმოადგენს ერთგვარ პასუხს ენდიაის კვლევების პუბლიკაციაზე, ("ნაშ ატვეტ ჩემბერლენუ"-ს ვარიანტში). ვფიქრობ ხელისუფლება ვალდებულია როგორც პოლიტიკურად, ისე წმინდა მორალურადაც, დამაჯერებელი პასუხი გასცეს ამ კითხვაზე.

დ) დიახ, ხელისუფლება ვალდებულია, რადგან თვით უმცირესი ეჭვის მიზეზიც კი არ შეიძლება არსებობდეს ამ სიტუაციაში. ასეთი მეთოდებით პოლიტიკური ოპონენტისადმი სიძულვილის გაღვივება (ვინც არ უნდა იყოს ის ოპონენტი) არის ყოვლად სამარცხვინო, მდაბალი და ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უკადრისი საქციელი. ამიტომაცაა ვალდებული ხელისუფლება პასუხი გასცეს ბრალდებას. დამაჯერებელი და სარწმუნო პასუხი.

ე) ასეა ეს და ძალიან გთხოვთ არ დამიწყოთ ახლა "ნაცები ხალხს რო აუპატიურებდნენ ის როგორ იყო" და ეგეთი კრეტინობები. მასეთი ამაზრზენი ფაქტები რომ ხდებოდა ნაცების მმართველობისას და ასეთი ჯალათების გაპრავება-დასაქმებაზე რომ იყო მთელი სახელისუფლო რესურსი მობილიზებული, იმიტომაც ვებრძოდი იმ ხელისუფლებას, არ ვიყავი იმ ბრძოლაში უკანასკნელ რიგებში და ბარე ორ კლავიატურის ვირთხას, დღეს რომ გალომდა და გავაჟკაცდა, არ უბრძოლია ჩემი მეათასედიც. ამიტომ სანამ რამეს წამომაძახებთ ნაცებზე, პირი კარგად გამოირეცხეთ ყველამ. ეს ისე, პრევენციისთვის.

და ბოლოს: კატეგორიულად მოვითხოვ, რომ პროკურატურამ და შსს-მ აუცილებლად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, არიან თუ არა დასჯილი ის ჯალათები, ვინც ფიგურირებენ ამ ჩანაწერში“ - წერს დავით ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42