რუსული ჩექმის ნოსტალგია - ,,ხელისუფლება ქვეყნის დამანგრეველი მომავლის მქადაგებლებს ახალისებს“
პოლიტიკა - 18:50, 17 Oct, 2015     2231
საქართველოში რუსული ჩექმის ნოსტალგია არც თუ ისე ცოტა ადამიანს აღმოაჩნდა. აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ისნტიიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა და 31%-ს მიაღწია. კვლევის მიხედვით პუტინის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 46% ეწინააღმდეგება.

საგანგაშო სიგნალია ისიც, რომ NDI-ის მიერ გამოკითხვის მიხედვით საქართველოს ევროკავშირში და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა იდენტურია.

კითხვაზე, "უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ა)ევროკავშირში; ბ) ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა.

31-31% უჭერს მხარს ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. 46-46% მხარს არ უჭერს, 22-22%-მა არ იცის ვის უჭერს მხარს.

დღეს წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებით, ხოლო 30% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს რუსეთთან ურთიერთობებით, თუკი ქვეყანა უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირებაზე. გამოკითხულთა 10% არცერთ ამ მოსზრებას არ ეთანხმება, ხოლო 14%-ს პასუხი არ აქვს.

უახლესი კვლევების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირი მისაღები 61%-ისთვის არის, გასულ წელს კი ევროკავშირის მომხრე 78% იყო.

ევროკავშირი მიუღებელია 21%-ისთვის, 17%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა ასევე მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზარდა.

კითხვაზე, 2012 წლის შემდეგ საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზარდა, შემცირდა, თუ იგივე დარჩა 44% ამბობს, რომ გავლენა გაიზარდა, 36% მიიჩნევს, რომ იგივე დარჩა, 6%ის აზრით - შემცირდა.

რაც შეხება ევროკავშირს, 17% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გავლენა გაიზარდა, 52%-ის აზრით, ქვეყანაზე ევროკავშირის გავლენა იგივე დარჩა, ხოლო 10%-ის თქმით, შემცირდა.

NDI - ის კვლევაზე კომენტარი „ნიუპოსტმა“ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს სთხოვა.

„ბიძინა ივანიშვილისა და მისი მარიონეტული გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს უსაფრხოებას და შედის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ინტერესებში“ - გვითხრა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თემის კომენტირებისას.

ბოკერია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა მაჩვენებლის მცირედით კლებას საქართველოს მთავრობის არაეფექტურ საქმიანობას უკავშირებს.

„მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ ერთგულია ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების. უდიდესი ნაწილი რუსეთს საფრთხეთ მიიჩნევს. ამის პარალელურად კი ჩვენი ხელისუფლება ხელს უწყობს, ახალისებს იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამანგრეველ მომავალს ქადაგებენ, არ დაუშვებთ რუსეთის ჭაობში ჩაფლობას“- აცხადებს ბოკერია.

რაც შეეხება ხელისუფლებას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობის კლებას ქვეყანაში დემოკრატიული ხარისხის ზრდას უკავშირებს.

„საქართველოში ისეთი დემოკრატიული სივრცე შეიქმნა, რომ ადამიანებს საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირების აღარ ეშინიათ. ჩრდილიდან გამოვიდნენ. მე ამას დავუკავშირებდი ამ შედეგს. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ყველა ევროპული ძალების კონსოლიდაცია მოახდინოს, რათა ცალსახად და მკაფიოდ შეახსენოს საზოგადოებას, რომ ჩვენ უკვე ვიყავით ამ სივრცეებში, სადაც რუსეთი იყო დომინანტი, მაგრამ ვიცით, რაც მივიღეთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საქართველომ ზარ-ზეიმით მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, თუმცა მას მერე არაფერი გაკეთებულა.

„ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს რა სიკეთეები მოაქვს მიღწეულ შეთანხმებას. ძალიან ცოტამ ნახა ის სიკეთე რომელიც იდეაში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ძალიან ცოტამ მიიღიო გრანტი, იმის მიუხედავად რომ გრანტი ძალიან ბევრია. ხელისუფლების მხრიდან არ ტარდება შესაბამისი სამუშაოები, რომ მოსახლეობამ გაიგოს, რა სიკეთე მოაქვს ევროპას“ - აცხადებს შარაშნიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42