უკრაინული ვებ-გვერდის tube.ua-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც წინა ხელისუფლების დროს პატიმრების წამების კადრებია ასახული, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმაურება.
„მე არ მქონდა ნანახი ეს კადრები.....ეხლა ვნახე პირველად და ეხლა მივხვდი, რატომ ჰქონდათ უმძიმესი რეაქცია იმ ჩემს კოლეგებს, ვინც მაშინ დახურულ სხდომაზე ნახა ეს კასრების კადრები... თავი ამტკივდა და გული გამიხდა ცუდად((((((((((((((( ვნანობ რომ გავხსენი და ვნახე...აღარ დააშეაროთ...აღარ გაავრცელოთ!!!!!! ცოდოა ის ნაწამები ხალხი, ვინც ვიდეოშია“, - წერს გრიგოლია.
რამდენიმე ქართულ მედია საიტზე ვიდეო კადრები გავრცელდა, რომლის წყაროდ უკრაინული პორტალი tube.ua მითითებული.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებული კადრები სავარაუდოდ 2013 წელს სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კასრებიდანაა. ე.წ. უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ვიდეო მასალაში აღბეჭდილია უცნობ მამაკაცზე სექსუალური ძალადობა, ხოლო შემდეგ ასევე უცნობი მამაკაცის მიერ აღიარებითი ჩვენება. ასევე უცნობია, ვინ მიაწოდა აღნიშნულ საიტს ვიდეო მასალა და გაურკვეველია, რამდენად არის ის სკანდალური სამეგრელოს კასრების გაგრძელება.
მასალის გამოყენების პირობები






