„ქართულ ოცნება“ საზოგადოების ნდობას კარგავს“ - NDI-ის ახალი „სიურპრიზი“ ივანიშვილის მთავრობას
პოლიტიკა - 16:50, 17 Oct, 2015     2938
„ქართული ოცნებას“ წლევანდელი თბილისობა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ დაავიწყდება. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის მიხედვით, მმართველი კოალიციის რეიტინგები მკვეთრად გაუარესდა.

NDI-ის გამოკითხვებით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკურ რეიტინგებში „ნაციონალური მოძრაობა“ პირველად დაწინაურდა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, მხოლოდ 11% დაუჭერს , ყოფილ ხელისუფლებას - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი ხელმეორედ ნდობას 13% გამოუცხადებს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ქართველი ამომრჩევლის პასუხები ასე გადანაწილდა: კატეგორია "არ ვიცი" 35%, "არც ერთი პარტია" – 14%, "უარი პასუხზე" – 13%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 13%, კოალიცია "ქართული ოცნება" – 11%, ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატები" და "პატრიოტთა ალიანსი" 4-4%, "ლეიბორისტული პარტია" 3%. ასევე 3% მოდის კატეგორიაზე – "სხვა".

პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ NDI-ის შედეგები ყოფილი ხელისუფლების წისქვილზე მხოლოდ მაშინ დაასხამს, წყალს, თუ საპარლამენტო ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში გავა. მით უფრო რომ რევოლუციურ მთავრობას ქუჩაში დგომის დიდი გამოცდილება აქვს.

რეიტინგებში „ნაციონალური მოძრაობის“ დაწინაურებას კიევიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.

"პირველად 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში NDI-ის გამოკითხვებით, ჩემი პარტია ძირითადი ლიდერების დაპატიმრებისა და ქვეყნიდან გაძევების მიუხედავად, იგებს არჩევნებს" - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება ენმ - ს შეფასებას, ყოფილი ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ NDI -ს კვევები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროებას ადასტურებს.

„ამ კველვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების ნდობა და მანდატი არ აქვს, მან ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. ეს არის კიდევ ერთხელ გაზგასმა იმისა, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ამ კვლევამ დაადასტურა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის კონკრეტული პარტია, რომელსაც გააჩნია გეგმა, ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან და ჩვენ ვაპირებთ ამ გეგმის განხორციელებას“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ოცნების კატასტროფულ რეიტინგებზე დუმილს ინარჩუნებენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები კი ორკესტრირებულად აცხადებენ, რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე დარდას არ მიეცემიან.

მმართველი ძალის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ,,ქართული ოცნება“ საერტაშორისო ორგანიზაციაზე კარგად იცნობს რეალობას და შიდა კვლევის საფუძველზე აგრძელებს მუშაობას.

,,ერთი წუთითაც არ ვიდარდებ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე. ამის მიზეზები მაქვს. მახსენდება, რომ 2012 წლის არჩევნების წინ თებერვალში მათ "ქართულ ოცნებას" 10%-იანი შედეგი "დაუდეს" და ნაცებს კი 47%.

მეორე - NDI -ის საქართველოს წარმომადგენლობა ყოველთვის „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მეშვეობით ატარებს საქართველოში სოციოლოგიურ კვლევებს, ეს ორგანიზაცია კი პირდაპირ კავშირშია "ნაციონალურ მოძრაობასთან".

უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ მათი კვლევის შედეგები ჩვენი მოსახლეობის განწყობებს ადეკვატურად არ ასახავს, არის მიკერძოებული და ყოველთვის ჩნდება კითხვის ნიშნები, განსაკუთრებით მის პოლიტიკურ ნაწილთან მიმართებაში „- აცხადებს დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული პოლიტიკური კვლევის შედეგები შეფასდა სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც.

"ლეიბორისტული პარტია" დღეს გამოქვეყნებულ პოლიტიკურ რეიტინგებს ენდობა და აცხადებს, რომ შედეგების იხედვით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება სამი წლის განმავლობაში სრულად გაკოტრდა.

"ამ რეიტინგებმა ცხადჰყო, რომ სამი წლის განმავლობაში საოცნებო ხელისუფლებამ მოახერხა იმდენი, რომ მთლიანად გაკოტრდა, ამავე დროს დეპრესიასა და გაურკვევლობაში ჩააგდო საზოგადოება. ეს გამოკვლევები ასევე ცხადჰყოფს, რომ ქვეყნის წინაშე დგას მთავარი ამოცანა, რაც შეიძება მალე და უმტკივნეულოდ ჩამოვაცილოთ მართვის ბერკეტებს ხელისუფლება,"-განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" იდერები კი აცხადებენ, რომ კვლევას ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.

ბურჯანაძის პარტიაში დარწმუნებულნი არიან, რომ აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება.

" ეს არის არა თუ აბსურდი და არაადეკვატურობა, არამედ ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ერის. მე ვთვლი , რომ დროა სერიოზულად ვიფიქროთ იმაზე, რომ უცხო ქვეყნის კვლევით ორგანიზაციებს ამდაგვარი მონოპოლია საქართველოში აღარ ჰქონდეთ"- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

„ მორიგი კომედია, რასაც ველოდით კიდეც NDI-სგან. მიდის გამალებული მცდელობა როგორმე გააცოცხლონ "ნაციონალური მოძრაობა". NDI-ს ეს შედეგები არის მორიგი ტყუილი , მორიგი სიცრუე და მე არ მინდა , რომ მოვლენებს წინ გავასწრო , რადგან NDI თვითონ ნახავს რა დონეზე ენდობა მას ქართველი ხალხი და ეს ძალიან მალე მოხდება „- ამ განცხადების ავტორი კი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერია.

სხვათა შორის ირმა ინაშვილსა და ალასანიას პარტიას ხვალ რომ საპარლამენტო არჩეცნები იყოს მხოლოდ 4 % დაუჭერდა მხარს.

ექსპერტები "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენისთვის ხელსაყრელი პერიოდი დადგა.

ხათუნა ლაგაზიძე და ლევან ალაფიშვილი თანხმდებიან, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური რესურსი ამოწურა, თუმცა ეს "ნაციონალური მოძრაობის" უპირობო გამარჯვებას არ ნიშნავს.

" ნაც. მოძრაობის გამარჯვება 2016 წლის არჩევნებზე არის აბსოლუტურად წარმოუდგნელი, საარჩევნო გზით. თუ რევოლუციური გზით განვითარდაა მოვლენები, თავისთავად გასაგებია, მათ ამაში დიდი გამოცდილება აქვთ. საარჩევნო გზით ნაციონალური მოძრაობის პირველი ადგილი არის გამორიცხული. განა იმიტომ, რომ ხელისუფლებაა კარგი, არამედ ხელისუფლებაზე გაცილებით დაბალი მხარდაჭერა აქვს დღეს „ნაციონალურ მოძრაობას,“ იმ ფაქტების გამო, რისთვისაც ხელისუფლებიდან გაისტუმრა ამომრჩეველმა 2012 წლის 1 ოქტომბერს. ნაციონალების მიმართ უარყოფითი განწყობა ამომრჩეველთა დიდ ნაწილში არ შემცირებულა. ის 60 % სწორედ იმას ანიშნებს, რომ ხელისუფლებამ დაკარგა რეიტინგი და დაკარგა სრულიად ლოგიკურად. როდესაც ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიღების სისტემა არსებობს, გასაგებია, რომ რეიტინგიც არ გაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით მე კითხვა არ მიჩნდება. ეს არის იმ არა სისტემური სამწლიანი მმმართველობის გამოძახილი, რომელიც ჩვენ გვქონდა" - აღნიშნა ექსპერტმა.

ლაგაზიძე დარწმუნებულია გამოკითხულთა ჩამოუყალიბებელი 60% ახალი პოლიტიკური ძალების შანსია.
"ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ვიღაცას ნაციონალების რეიტინგის სჯეორდეს, ვიღაცას არა. მაგრამ ხელისუფლებისა და ნაციონალების რეიტინგი რომ ახლოს არის, ეს ფაქტია. საზოგადოების რადიკალიზაციის მაღალი რისკი არსებობს., სხვა პოლიტიკური ძალები მესამე პოლიტიკურ ნიშას ვერ იკავებენ და ასე ვთქვათ , ზომიერი და დამაბალანსებელი სეგმენტი ძალები არ არსებობენ. ეს ქმნის ყველაზე მაღალ საშიშროებას. ეს 59 % არა თუ ელის, არამედ აუცილებლად საჭროებს ამ მოცემულობიდან, ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლას. ამისთვის ძალიან კარგი ნიადაგი არსებობს საზოგადოებაში. საზოგადოების რადიკალიზაცია რომ ჰქონდეს ადგილი, აუცილებად უნდა მოხდეს ახალი ძალების შემოსვლა, რომელიც ბალანსს დაიკავებს" - განაცხადა მან "ნიუპოსტთან" საუბრისას.
ექსპერტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ნდობის მანდატი დაკარგა.
"ამომრჩეველს სხვა ტიპის მოთხოვნა გაუჩნდა ვიდრე 2012 წელს ქონდა. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილში ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ ნდობა მკვეთრად შემცირებულია. ეს პოლიტიკურად ძალინ დიდი ველის გახსნას ნიშნავს, ახალი პოლიტიკური ძალებისთვის. ამომრჩეველმა ქართული ოცნების და ნაც. მოძრაობის ფასეულობები კარგად იცის, ახლა სცვა პოლიტიკური ძალების ჯერი დადგა" - აღნიშნა ექსპერტმა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 4,448 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით გამოიკითხა.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას (59 %) არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. ამტომ მთავარი პოილიტიკური ომი სწორედ ამ 59 % - ის კეთილგანწყობის მოპოვებისთვის უახლოეს დღეებში უნდა გაჩაღდეს.

ფაქტი, ერთია, მმართველობის სამი წლის თავზე "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველმა პოლიტიკური სილა გააწნა. ოცნებების ახდენის დევიზით, 54 % - იანი მხარადაჭერით მოსულმა მთავრობამ საზოგადეობრივი ნდობა ძალიან მოკლე დროში გაფლანგა.

დავით ჯაბაშვილი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42