"ესეთი ქმედებები ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას" - ომბუდსმენი ჩერგოლეიშვილის დაკავებაზე
პოლიტიკა - 15:33, 17 Oct, 2015     1015

სახალხო დამცველი „გაზპრომის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე თამარ ჩერგოლეიშვილის და კიდევ ორი პირის დაკავებას განცხადებით ეხმაურება.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციელების აღნიშნული ქმედებები გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

"გავრცელებულ კადრებში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ პლაკატების ღობეზე გაკვრა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზემოხსენებულ სამ პირთან მიმართებაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება, ანუ „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე–ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.“

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში პლაკატები გაიკრა სამშენებლო ღობეზე (და არა ღობეზე) და გარე განათების ბოძზე. სამშენებლო ღობე და გარე განათების ბოძი ამ ჩამონათვალში არ არის მითითებული. რაც შეეხება „ადგილებს, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“, ნორმის აღნიშნული რედაქციის ფართო განმარტების პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შესაძლოა არასოდეს გამოყონ ასეთი ადგილები, გამოხატვის თავისუფლება ზედმეტად შეიზღუდება, რაც დაუშვებელია.

საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.“ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია გარკვეული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამავდროულად, კანონი უნდა იყოს საკმარისად ცხადი და განჭვრეტადი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების წინასწარ განჭვრეტა. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „გაზპრომის“ კარიკატურების სამშენებლო ღობესა და გარე განათების ბოძზე გაკვრა გამოხატვის თავისუფლებითაა დაცული, მისი შეზღუდვა კი მოცემულ შემთხვევაში გაუმართლებელია.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენამდე პოლიციელებმა ხსენებული სამი პირი დააკავეს. მიმაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელებს პროცედურულად არ ქონდათ დაკავების უფლებამოსილება. მოხმობილი ნორმა მიუთითებს იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომელთა არსებობისას შესაძლებელია, საქმის სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, დაკავების უფლებამოსილების განხორციელება. აღნიშნულ ჩამონათვალში თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება მითითებული არ არის. პოლიციას დაკავება არ უნდა გამოეყენებინა იმის გამოც, რომ შეფარდებული 150–ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს 50–ლარიან ჯარიმას და არა ადმინისტრაციულ პატიმრობას, ამავდროულად, შესაძლებელი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ადგილზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს შსს უფლებამოსილი პირების გარდა ადგენენ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი მოსამსახურეები[1], რომელთაც საერთოდ არა აქვთ დაკავების უფლებამოსილება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დაკავების შეუსაბამო ხასიათს მოცემულ შემთხვევაში.

სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პირის დაკავება, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, წარმოადგენს უკიდურესად შემზღუდველ საშუალებას და ის მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში, საამისოდ სერიოზული მიზეზების არსებობისას უნდა იქნეს გამოყენებული”, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42