როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის მფლობელებისთვის ჩამორთმევის საკითხს პირადად ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი განიხილავს.
„ქართული ოცნების“ გუნდი მზად არის დაიცვას ივანიშვილის გადაწყვეტილება „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდების თაობაზე. ბოლო დღეებში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა რამოდენიმე განცხადება და მიუხედავად ბევრი განსხვავებისა ამ პარტიებს შორის, ცხადია მედიის და „რუსთავი 2“-ის თავისუფლების საკითხი ყველასთვის მნიშვნელოვანია. თუ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეწყდება ყველა პარტია გამოთქვამს პროტესტს იმ ფორმით, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. ჩვენ ჩვენი პოზიციის შესახებ მოგახსენებთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილს მიღებული აქვს გადაწყვეტილება მოვლენების რადიკალური ფორსირებისა. ივანიშვილი განიხილავს არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ის მფლობელებისთვის ჩამორთმევას მოსამართლე ურთმელიძის ხელით, არამედ შემდგომი სამართლებრივი დავის შანსის წართმევას ტელეკომპანიისთვის და ე.წ. აღსრულებლის ფურცლის გამოწერას. ეს შეიძება 19 ოქტომრბის სხდომაზეც მოხდეს. მინდა მოგახსენოთ, რომ რა დროსაც ამ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყება ჩვენ დავიწყებთ ფართო საპროტესტო მოძრაობას, მასობრივ მანიფესტაციას. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და ის მიიღებს გრძელვადიან, პერმანენტულ სახეს. მოხდება სამთავრობო შენობების პიკეტირება. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს „რუსთავი 2“-ის განადგურებას, ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ უკან დაიხიოს საპროტესტო მოძრაობის შედეგად“, - განაცხადა გაბაშილმა.
მასალის გამოყენების პირობები






