,,ერთი წუთითაც არ ვიდარდებ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე“ - ,,ოცნების“ დეპუტატი
სოც.მედია - 14:58, 17 Oct, 2015     1508
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI-ის მიერ ჩატარებულ კველვას ეხმაურება უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე. დეპუტატი უნდობლობას უცხადებს კვლევას, მისი თქმით, ,,ქართული ოცნება“ კარგად იცნობს რეალობას და შიდა კვლევის საფუძველზე აგრძელებს მუშაობას.

,,ერთი წუთითაც არ ვიდარდებ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე. ამის მიზეზები მაქვს. უპირველესად მახსენდება, რომ 2012 წლის არჩევნების წინ თებერვალში მათ "ქართულ ოცნებას" 10%-იანი შედეგი "დაუდეს" და ნაცებს კი 47%.

მეორე - NDI -ის საქართველოს წარმომადგენლობა ყოველთვის „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მეშვეობით ატარებს საქართველოში სოციოლოგიურ კვლევებს, ეს ორგანიზაცია კი პირდაპირ კავშირშია "ნაციონალურ მოძრაობასთან".

უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ მათი კვლევის შედეგები ჩვენი მოსახლეობის განწყობებს ადეკვატურად არ ასახავს, არის მიკერძოებული და ყოველთვის ჩნდება კითხვის ნიშნები, განსაკუთრებით მის პოლიტიკურ ნაწილთან მიმართებაში.

არავითარი საფუძველი არ გვაქვს სერიოზულად განვიხილოთ ამ კვლევის შედეგები, მითუმეტეს იქ მოყვანილი პოლიტიკური რეიტინგები, რომელიც უფრო მეტად გარკვეული ძალების პოლიტიკურ სურვილებს გამოხატავს, ვიდრე რეალურ მდგომარეობას.

ამ კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 71%-ს პოლიტიკური სიმპატიები ვერ დგინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რეიტინგები არარელევანტურია და მასზე დაყრდნობით რეალურ რეტინიგებიზე საუბარი შეუძლებელი და არასერიოზულია. მეორე მხრივ, მაპატიეთ, მაგრამ ცოტა შეურაცხმყოფელიცაა ხალხს განუცხადო, რომ აზრზე არ არიან რა ხდება და აზრი ვერ გამოაქვთ რეალობიდან.

(NDI-ს კვლევის მიხედვით, თურმე გამოკითხულთა 59%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ხმას რომელ პარტიას მისცემს, 11%-მა არ იცის ვის მიემხრობა, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.)

ჩვენ კარგად ვიცნობთ რეალობას და ჩვენი შიდა კვლევების შედეგების გათვალისწინებით გავაგრძელებთ მუშაობას“ - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42