ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა ტორნტონის თქმით, გამოკითხულთა 60%-ს გადაწყვეტილი არა აქვს პოლიტიკური სიმპათიები. ტორნტონი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა სწორედ ამ ამომრჩეველზე უნდა იმუშაონ.
„ყველაზე მთავარი მიგნება იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არა აქვს გადაწყვეტილი თავისი პოლიტიკური სიმპათიები. მოსახლეობის თითქმის 60%-მა არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას ხვალ რომ საპარალამენტო არჩევნები ტარდებოდეს. ვისაც ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია, ეს ადამიანები თანაბრად არიან გადანაწილებული „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის 13-14%-ით. პარტიებმა მომავალი ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ მომავალში თავის მხარეს გადაიბირონ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და ამას უნდა მიაღწიონ მხოლოდ ეკონომიკასა და დასაქმებაზე საუბრით“, - ამბობს ტორნტონი.
მასალის გამოყენების პირობები






