NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, 59% ამბობს, რომ გადაწყვეტილი არ აქვს, 28%-ის თქმით, „გადაწყვეტილი აქვთ“. 11%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებდით, თუ არა მონაწილეობას 49% ამბობს, რომ „აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას“. 13%-ის თქმით, მონაწილეობას არ მიიღებდა. კითხვაზე პასუხი არ აქვს 6%-ს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

მასალის გამოყენების პირობები






