სუს-ის წარმომადგენლები ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 10:35, 17 Oct, 2015     1904

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ანტიკორუფციული ღონისძიებების მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ტილეკ საიაკბაევის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით მყოფ დელეგაციასთან, რომელიც ყირგიზეთის რესპუბლიკაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მომუშავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ესწრებოდნენ ადმინისტრაციის უფროსი - ლელა ჩიქოვანი, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე - უჩა მუმლაძე და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე - ვიტალი სადათიერაშვილი. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს გააცნეს უსაფრთხოების სფეროში საქართველოში გატარებული რეფორმები და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები.

ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში იმყოფება ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მხარდაჭერით. ვიზიტის მიზანს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და აღნიშნული მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმის გაცნობა წარმოადგენს. შეხვედრები, ასევე, დაგეგმილია საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთანაც.

„ჩამოვედით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრაქტიკულად ყველა მმართველი ორგანოს წარმომადგენელი, რომლებიც ანტიკორუფციული მიმართულებით ვმუშაობთ. მე მმართველ აპარატში ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით ვმუშაობ. ჩვენთვის ძალიან საჭირო იყო იმის ცოდნა, თქვენთან როგორ მუშაობენ, როგორია კოორდინაცია სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, ახალი მექანიზმები, ინსტრუმენტები, რომელსაც იყენებენ ქართველი სამართალდამცველები. .ნათლად დავინახეთ, რომ შესაძლებელია სისტემატიზაცია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ბრძოლის მეთოდების მოდერნიზაცია, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმრენტია. მე ვფიქრობ, რომ ჩემმა კოლეგებმა მიიღეს პასუხები ყველა კითხვაზე, მიიღეს ძალიან კარგი გამოცდილება, რომელსაც ბიშკეკში ჩასვლის შემდეგ გამოვიყენებთ. ყველა ჩვენი თანამშრომელი გაუზიარებს თავის კოლეგებს მიღებულ ინფორმაციას და შემდგომში თავის საქმიანობაში გამოიყენებენ, - განაცხადა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ანტიკორუფციული ღონისძიებების მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ტილეკ საიაკბაევმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42