NATO-ს კარი ღიაა და ვერცერთი გარე ძალა ვერ მოახდენს ზეწოლას, რომ კარი დავხუროთ - აპატურაი
პოლიტიკა - 22:34, 16 Oct, 2015     1331
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოში დეკემბრის მინისტერიალამდე ბოლო მოსამზადებელი ვიზიტით ჩამოდის. წლის ბოლოს აპატურაი ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს წარუდგენს.

ჯეიმს აპატურაიმ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტ ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში NATO-ს ასპირანტი ქვეყნების მოლოდინებზე ისაუბრა და კომენტარი თინა ხიდაშელის განცხადებაზე გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მონტენეგროს ნატოში მიღება იმის მანიშნებელი იქნება, რომ შემდეგი საქართველოა:

”ერთის მხრივ ტექნიკური თვალსაზრისით ყველა ასპირანტი შეფასდება ცალ-ცალკე, გაწეული სამსახურის და მიღწეული პროგრესის მიხედვით, ამ საკითხში მათ შორის კავშირი არაა. მეორე მხრივ ჩემი აზრით საქართველოს თავდაცვის მინისტრი სრულიად მართალია. მე ვფიქრობ , რომ რომელი ქვეყანაც არ უნდა დაპატიჟოს ნატომ მონტენეგრო ძალიან კარგ პოზიციაზეა, გადაწყვეტილება მიღებული არაა, მაგრამ ეს იქნება ძლიერი სიგნალი. სიგნალი იმისა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კარი ღიაა და ვერცერთი გარე ძალა, არაწევრი სახელმწიფო ვერ მოახდენს ალიანსზე ზეწოლას, რომ კარი დავხუროთ . ეს იქნება პოზიტიური შეტყობინება ალიანსის ქვეყნისთვის, გააგრძელეთ მუშაობა, ნატო ევროატლანტიკური მისწრაფების ქვეყნებისთვის კარის მიჯახუნებას არ აპირებს”- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

როგორც სტოლტენბერგის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოში პროგრესს ყველა მიმართულებით ხედავს, პროგრესია შერჩევითი სამართლის გარშემო არსებულ კითხვებზეც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42