”რუსთავი 2”-ს სასამართლოს მეშვეობით ხელისუფლება ებრძვის - არასაპარლამენტო ოპოზიცია
პოლიტიკა - 22:02, 16 Oct, 2015     2623

ტელეკომპანია ”რუსთავი 2” თან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადების საპარლამენტო განხილვას არასაპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.

”ევროპელი დემოკრატების” ლიდერის პაატა დავითაიას შეფასებით, ორდღიანი დებატების დროს ხელისუფლებამ თავისი თავი გასცა და აჩვენა, რომ რუსთავი ორის წინააღმდეგ მართლაც ხელისუფლება იბრძვის.

”იმდენად ერთნაირია ხელისუფლების ქმედება, რომ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არის ერთიანი მესიჯბოქსები, არ შეიძლება ე.წ ”სამოქალაქო დავასთან” დაკავშირებით ყველას ერთიანი აზრი ქონდეს უმრავლესობაში.

”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას განცხადებით არ აქვს მნიშვნელობა ბრძოლის ობიექტი ”რუსთავი2”-ია, თუ თავის დროზე ”იმედი” იყო, მედიაზე ზეწოლა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად უნდა შეფასდეს:

”როცა არის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ ბრძოლის ობიექტი იყო თავის დროზე ”იმედი” თუ დღეს იქნება ”რუსთავი 2”, ამ თვალსაზრისით შეფასება აკლდა საპარლამენტო განხილვებს”- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

”ეროვნული დემოკრატიული პარტიის” ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, როდესაც ხელისუფლება ”რუსთავი 2” თან დაკავშირებით სასამართლოს ქნედებებზე საუბრობს, სასამართლოში თავისთავს მოიაზრებს

”ვამბობთ სასამართლოს, მაგრამ ვხურავთ ჩვენ - ხელისუფლება. ხელისუფლებას შეგნებულად უნდა საქართველო დააყენოს იმ ქვეყნების რიგში, რომელთაც მსოფლიოში არავინ არ ესაუბრება”- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

”ლეიბორისტი” გიორგი გუგავას შეფასებით ხელისუფლებას რუსთავი ორის ეშინია:

”რუსთავი2”-ის შესახებ საპარლამენტო განხილვებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ხელისუფლებას ”რუსთავი2”-ის ისე ეშინია, როგორც დამნაშავეს მართლმსაჯულების. ამას შეაჩერებს აუცილებლად საზოგადოება, რომელიც ფხიზლად უნდა იყოს და საჭიროების შემთხვევაში ფეხზეც უნდა დადგეს”- განაცხადა გიორგი გუგავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42